Brian Eno – An Ending (Ascent)

1983 წელს გამოცემული Apollo: Atmospheres and Soundtracks ლეგენდარულ ნამუშევართაგან ერთ-ერთი გამორჩეულია.

საჰარას თვალი

,,საჰარას თვალი” გადაღებულია ,,ნასას’’ ასტრონავტის, კრის ჰედფილდის მიერ საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან ექსპედიცია 35-ზე ყოფნის დროს. მისი ფართობი 45 კილომეტრია. სტრუქტურის უძველესი რგოლების ასაკი 0,5-0,6 მილიარდი წელია.

გიგანტური ნისლეული

ფოტოზე გამოსახულია გალაქტიკის მრავალი მღელვარე ვარსკვლავი თავისსავე ნისლეულში. ეს იყო გიგანტური, მბრწყინავი ნისლეული სახელწოდებით NGC 2014 და NGC 2020.

ლურჯი ნისლეული

Bubble Nebula Sharpless, ასევე ცნობილი როგორც NGC 7635, არის კოსმოსური ემისიური ნისლეული, რომელიც დედამიწიდან 8000 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. ლურჯი ნისლეული 1787 წელს ბრიტანელმა ასტრონომმა უილიამ ჰერშელმა აღმოაჩინა.

Mickey Mouse კოსმოსიდან

ფოტო კადრი გადაღებულია 2012 წელს, ,,ნასას’’ მესენჯერის კოსმოსური ზონდის მიერ. მიკი მაუსის ფორმის კრატერი დაფიქსირებულია პლანეტა მერკურის ზედაპირზე.

მზე – ცენტრალური ვარსკვლავი

მზე მთლიანი მზის სისტემის ცენტრში მდებარე ერთადერთი ვარსკვლავია, რომლის დიამეტრი 1 392 684 კილომეტრია, რაც დედამიწის დიამეტრს 109-ჯერ აღემატება.

ნეპტუნი – ლურჯი პლანეტა

1989 წლის 25 აგვისტოს, კოსმოსურმა სადგურმა ვოიაჟერ 2-მა კაცობრიობას პირველად დაანახა პლანეტა ნეპტუნი. პლანეტას რომაული ღმერთის ,,ნეპტუნის” სახელი მისი ლურჯი მეთანის ღრუბლების გამო ეწოდება.

გალაქტიკის ყველაზე დიდი ვარსკვლავი – AG Carinae

ფოტოზე გამოსახულია ვარსკვლავი სახელწოდებით ..AG Carinae’’ ანუ ირმის ნახტომის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი.

ფოტო კადრი გადაღებულია ,,ნასას’’ ჰაბლის ტელესკოპის მიერ, ამავე კოსმოსური ტელესკოპის გაშვებიდან 31-ე წლისთავის აღსანიშნავად.

დიდი ტბები კოსმოსიდან

ფოტო კადრი საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან (ISS) ექსპედიცია 42-ის მეთაურმა ბარი უილმორმა 2014 წლის 7 დეკემბერს გადაიღო.

დილამშვიდობისა

ფოტოსურათი ცნობილი კოსმონავტის, სკოტ კელის მიერ 2015 წლის 10 აგვისტოს არის გადაღებული.

კოსმონავტი ამ დროს ISS-ის, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ბორტზე, ერთი წლის განმავლობაში მისიის შესასრულებლად იმყოფებოდა.