ორი ნისლეული ჰაბლის ობიექტივში – ასტრონომიაში ცნობილი როგორც NGC 248 არის ნისლეულის შერწყმა, რომელიც მაგელანის ღრუბელში, ირმის ნახტომის გალაქტიკაში მდებარეობს.
კადრი გვიჩვენებს NASA/ESA – ს ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებულ კაშკაშა აირსა და ბნელი მტვრის მორევს. მორევი ირმის ნახტომის ერთ-ერთ თანამგზავრ გალაქტიკაში მაგელანის დიდ ღრუბელში მდებარეობს.
მე-19 საუკუნეში ასტრონომმა უილიამ პარსონსმა დახატა ნისლეული და შექმნა ნახატი, რომელიც კიბორჩხალას წააგავდა, რითაც სუპერნოვას საერთო სახელი – კრაბის ნისლეული უწოდა. ეს იყო ვარსკვლავი“ რომელიც დღის ცაზე კაშკაშა ჩანდა თითქმის ერთი თვის განმავლობაში.
კადრზე აღბეჭდილია ვარსკვლავის პირველი ერთიანი ფოტო, რომელიც ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა გადაიღო. ვარსკვლავი ობიექტივიდან 2 000 სინათლის წლის მანძილზეა დაშორებული.
პროტოვარსკვლავი L1527 არის მზის სისტემის ახალგაზრდა ციური სხეული, რომელიც James Webb-ის კოსმოსურმა ტელესკოპმა სულ ცოტა ხნის წინ აღმოაჩინა. შუა ნაწილი არის პროტოპლანეტარული დისკი – მკვრივი აირი და მტვერი, რომლიდანაც შესაძლოა პლანეტა წარმოიშვას.