ქარიშხლები იუპიტერზე
ფოტო გადაღებულია ნასას მიერ 12 თებერვალს, მისია ,,Juno’’-ს დროს. კადრი გვიჩვენებს ყველაზე დიდი პლანეტის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს, სადაც ერთ-ერთი უძლიერესი ქარიშხალი აღინიშნება. პლანეტის ამ ადგილს ,,Jet N6’’ ეწოდება.
ფოტო გადაღებულია ნასას მიერ 12 თებერვალს, მისია ,,Juno’’-ს დროს. კადრი გვიჩვენებს ყველაზე დიდი პლანეტის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს, სადაც ერთ-ერთი უძლიერესი ქარიშხალი აღინიშნება. პლანეტის ამ ადგილს ,,Jet N6’’ ეწოდება.
ფოტო ეკუთვნის ფოტოგრაფ ალექსანდრე კრივენიშევს, რომელმაც 2019 წლის 1 თებერვალს მანჰენის თავზე პლანეტების თვალწარმტაცი განლაგება ფოტო კადრზე აღბეჭდა.
ორიონის ფერადი ნისლეული ხილული სინათლის სპექტრში, ეს ფოტო გადაღებულია ასტროფოტოგრაფის, მიგელ კლაროს მიერ.
ფოტო გადაღებულია ასტროფიზიკოსის ერიკ ლაგადეკის მიერ.
ეს უდიდესი ტელესკოპი მღია გუმბათით, რომელის იაპონურ ვიდეო თამაშს ,,Pac-Man’’-ს წააგავს. მდებარეობს პარანას ობსერვატორიაში, ჩილეში.
2019 წლის 2 ივლისს ჩილეში მზის სრული დაბნელება მოხდა. მთვარემ მზის დისკის გადაფარვა თბილისის დროით 18:40 საათზე დაიწყო, დაბნელების პიკი კი მოგვიანებით, 20:03 საათზე აღინიშნა, რამაც დაახლოებით 2 წუთს გასტანა.
,,საჰარას თვალი” გადაღებულია ,,ნასას’’ ასტრონავტის, კრის ჰედფილდის მიერ საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან ექსპედიცია 35-ზე ყოფნის დროს. მისი ფართობი 45 კილომეტრია. სტრუქტურის უძველესი რგოლების ასაკი 0,5-0,6 მილიარდი წელია.
ფოტოზე გამოსახულია გალაქტიკის მრავალი მღელვარე ვარსკვლავი თავისსავე ნისლეულში. ეს იყო გიგანტური, მბრწყინავი ნისლეული სახელწოდებით NGC 2014 და NGC 2020.
Bubble Nebula Sharpless, ასევე ცნობილი როგორც NGC 7635, არის კოსმოსური ემისიური ნისლეული, რომელიც დედამიწიდან 8000 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. ლურჯი ნისლეული 1787 წელს ბრიტანელმა ასტრონომმა უილიამ ჰერშელმა აღმოაჩინა.
ფოტო კადრი გადაღებულია 2012 წელს, ,,ნასას’’ მესენჯერის კოსმოსური ზონდის მიერ. მიკი მაუსის ფორმის კრატერი დაფიქსირებულია პლანეტა მერკურის ზედაპირზე.
მზე მთლიანი მზის სისტემის ცენტრში მდებარე ერთადერთი ვარსკვლავია, რომლის დიამეტრი 1 392 684 კილომეტრია, რაც დედამიწის დიამეტრს 109-ჯერ აღემატება.