ასტრონავტი სამანტა კრისტოფორეტი გახდა პირველი ევროპელი ქალი, რომელიც ღია კოსმოსში გავიდა
ევროპული კოსმოსური სააგენტოს (ESA) ასტრონავტი, სამანტა კრისტოფორეტი გახდა პირველი ევროპელი ქალი, რომელიც ღია კოსმოსში გავიდა.
მისია 21 ივლისს შედგა, ასტრონავტმა კი საერთაშორისო კოსმოსური სადგურის გარეთ 7 საათი და 5 წუთი გაატარა.
მისიაზე მას თან ახლდა რუსი კოსმონავტი – ოლეგ არტემიევი. მათ, ერთად, კოსმოსური სადგურის რუსულ სეგმენტში ახალი მოწყობილობა დაამონტაჟეს და რამდენიმე პატარა სატელიტი განალაგეს.
სამანტა კრისტოფეროტი 2017 წლამდე იყო პირველი ქალი, რომელმაც კოსმოსურ სადგურზე უწყვეტად ყველაზე დიდი დრო გაატარა – 199 დღე და 16 საათი. 2021 წელს Politico Europe-მ ევროპის 28 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.
ასევე ნახეთ
-
დღეს იუპიტერი დედამიწას ბოლო 59 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად მოუახლოვდება
დღეს, 2022 წლის 26 სექტემბერს, გიგანტური პლანეტა - იუპიტერი დედამიწას ბოლო 59 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად მოუახლოვდება. მისი დანახვა კი მთელი ღამის განმავლობაში იქნება შესაძლებელი
სექტემბერი 25, 2022 -
Apollo 11-ის ასტრონავტების სიცოცხლის დაზღვევა
Apollo 11-ის წარმატებული მისია კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მიღწევად ითვლება, თუმცა ასტრონავტების სიცოცხლის დაზღვევაზე ყველა კომპანია უარს ამბობდა
აპრილი 13, 2022 -
-
კოსმოსში დაბრუნება/ Return to Space
რა იქნება ჩვენი შემდეგი ნაბიჯი კოსმოსში?
მაისი 11, 2022 -
დედამიწის ამოსვლა
ფოტო ,,დედამიწის ამოსვლა'' NASA-ს რობოტულმა მთვარის დაზვერვის ორბიტერმა (LRO)-მ 2015 წლის ოქტომბერში გადაიღო. LRO მთვარის ზედაპირიდან 80 მილის სიმაღლეზე იყო და საათში 3 580 მილის სიჩქარით მოძრაობდა.
თებერვალი 9, 2022