ასტრონავტი სამანტა კრისტოფორეტი გახდა პირველი ევროპელი ქალი, რომელიც ღია კოსმოსში გავიდა
ევროპული კოსმოსური სააგენტოს (ESA) ასტრონავტი, სამანტა კრისტოფორეტი გახდა პირველი ევროპელი ქალი, რომელიც ღია კოსმოსში გავიდა.
მისია 21 ივლისს შედგა, ასტრონავტმა კი საერთაშორისო კოსმოსური სადგურის გარეთ 7 საათი და 5 წუთი გაატარა.
მისიაზე მას თან ახლდა რუსი კოსმონავტი – ოლეგ არტემიევი. მათ, ერთად, კოსმოსური სადგურის რუსულ სეგმენტში ახალი მოწყობილობა დაამონტაჟეს და რამდენიმე პატარა სატელიტი განალაგეს.
სამანტა კრისტოფეროტი 2017 წლამდე იყო პირველი ქალი, რომელმაც კოსმოსურ სადგურზე უწყვეტად ყველაზე დიდი დრო გაატარა – 199 დღე და 16 საათი. 2021 წელს Politico Europe-მ ევროპის 28 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.
ასევე ნახეთ
-
-
2001: კოსმოსური ოდისეა/2001: A Space Odyssey
მონოლითი სხვა სამყაროდან, მისია იუპიტერზე, ხელოვნური ინტელექტი და კაცობრიობის ერთ-ერთი მთავარი კითხვა - რა არის ევოლუციის საბოლოო შედეგი?
თებერვალი 20, 2022 -
სკოტ კელი - ერთწლიანი მოგზაურობა კოსმოსში
სკოტ კელი არის ყოფილი სამხედრო პილოტი და ინჟინერი, ასტრონავტი და აშშ-ს საზღვაო ძალების გადამდგარი კაპიტანი. ოთხი კოსმოსური ფრენის ვეტერანი, კელი მეთაურობდა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს (ISS) სამ ექსპედიციას.
ნოემბერი 24, 2022 -
რას მიირთმევენ ასტრონავტები კოსმოსურ ხომალდზე ყოფნისას?
კოსმოსური საკვები იმაზე მრავალფეროვანია, ვიდრე წარმოგიდგენიათ
თებერვალი 13, 2023 -
ნეპტუნი - ლურჯი პლანეტა
1989 წლის 25 აგვისტოს, კოსმოსურმა სადგურმა ვოიაჟერ 2-მა კაცობრიობას პირველად დაანახა პლანეტა ნეპტუნი. პლანეტას რომაული ღმერთის ,,ნეპტუნის'' სახელი მისი ლურჯი მეთანის ღრუბლების გამო ეწოდება.
თებერვალი 9, 2022