ბეთელგეიზი არის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი და მეორე ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი ორიონის თანავარსკვლავედში რიგელის შემდეგ. ბეთელგეიზი არის გამორჩეულად მოწითალო, ნახევრად ცვალებადი ვარსკვლავი, რომლის ხილული სივრცის სიდიდეც +0.0 – +1,3-ს შორის მერყეობს.

ბეთელგეიზი კლასიფიცირებულია, როგორც M1-2 სპექტრული ტიპის წითელი სუპერგიგანტი და წარმოადგენს ერთ-ერთ უდიდეს ვარსკვლავს, რომელიც შეუიარაღებელი თვალითაც ხილულია. თუ ამ წითელი ზეგიგანტ ვარსკვლავს ჩვენი მზის სისტემის ცენტრში მოვათავსებთ მზის ნაცვლად, მისი ზედაპირი მარსისა და იუპიტერის ორბიტებს შორის ასტეროიდის სარტყელს გადაღმა აღმოჩნდება და მთლიანად ჩაყლაპავს მერკურს, ვენერას, დედამიწასა და მარსს.

თუმცა, ირმის ნახტომში არის რამდენიმე უფრო დიდი წითელი სუპერგიგანტიც, მათ შორის ცეფევსი და  და vy-ი. ისინი მასით მზეს დაახლოებით ოცჯერ აღემატება. დედამიწიდან დაშორებულია დაახლოებით 640 სინათლის წლით. აბსოლუტური ვარსკვლავიერი სიდიდე −6-ია.

ბეთელგეიზეს ასაკი 10 მილიონ წელზე ნაკლებია, მაგრამ დიდი მასის გამო საკმაოდ სწრაფად ვითარდება. მეცნიერები ვარაუდობენ რომ სიცოცხლეს ის აფეთქებით დაასრულებს, რაც სავარაუდოდ, მომდევნო 100 000 წლის განმავლობაში მოხდება.