ვინ დატოვა ოჯახური ფოტო მთვარეზე?
ჩვენ ვიცით, რომ ფოტოგრაფია დაუვიწყარ და განუმეორებელ მომენტებს კადრზე აღბეჭდავს და ამ გზით მუდამ გვამოგზაურებს წარსულის სამყაროში.
ამბავი 1972 წლიდან იწყება.
ამერიკელი ასტრონავტი, მეცნიერების მაგისტრი და პოლკოვნიკი ჩარლს დიუკი 1972 წლის აპრილში „აპოლო-16“-ის კოსმოსური მისიით მთვარის ზედაპირზე დაეშვა. მისიაზე იმყოფებოდა ინჟინერი და პილოტი ჯონ იანგიც. მისიის მიზანი მთვარის მაღალმთიანი ნაწილის შესწავლა იყო. ეკიპაჟი მიზნის მისარწევად მოძრავი მანქანით მთვარის ზედაპირზე ნიმუშების შესაგროვებლად გადავიდა.
ნიმუშების აღების დროს, ჩარლს დიუკმა მთვარის ზედაპირზე თავისი ოჯახის ფოტოსურათი თანდართული წარწერით დატოვა. ფოტოზე გამოსახულია მისი მეუღლე და სკამზე მჯდომარე ორი შვილი. ფოტო მთვარეზე დღემდე უცვლელად ინახება. ფოტოზე წარწერაა „ეს არის ასტრონავტ დიუკის ოჯახი პლანეტა დედამიწადან. დაეშვა მთვარეზე, 1972 წლის აპრილი.’’ ,,ოჯახური ფოტოს დატოვების იდეა შემთხვევითი არ ყოფილა. მე ეს ყოველთვის მინდოდა. თუ ოდესმე მთვარეზე გავფრინდებოდი ჩემს შვილებს დავპირდი, რომ იქ ისინიც იქნებოდნენ’’ – იხსენებს დიუკი.
დიუკის ოჯახური ფოტო რომელიც დღემდე ინახება მთვარეზე
სურათი Project Apollo Image Archive-ში მოგვიანებით აღმოაჩინეს. ეს არის სივრცე, რომელიც ემსახურება ონლაინ საცნობარო წყაროს და ციფრული სურათების საცავს, რომლებიც დაკავშირებულია პილოტირებულ კოსმოსურ პროგრამებთან. აღსანიშნავია, რომ დიუკმა ასევე დატოვა აშშ-ს საჰაერო ძალების მიერ გაცემული სამახსოვრო მედალი, რომელიც 1972 წელს მის 25 წლის იუბილეს აღნიშნავდა.
Apollo 16 იყო მეათე პილოტირებული მისია აშშ-ს Apollo კოსმოსურ პროგრამაში, მეხუთე, რომელიც დაეშვა მთვარეზე და პირველი, რომელიც დაეშვა მთვარის მაღალმთიანეთში. ეკიპაჟს მეთაურობდა ჯონ იანგი, მთვარის მოდულის პილოტ ჩარლზ დიუკთან და სარდლობის მოდულის პილოტ კენ მეტინგლისთან ერთად.
36 წლის ასაკში დიუკი გახდა მეათე და ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი, ვინც მთვარის ზედაპირზე გაიარა.