რეჟისორი: რობერტ რემეკისი
გამოშვების წელი: 1997
მთავარ როლებში: ჯოდი ფოსტერი, მეთიუ მაკ-კოჰენი
არსებობს თუ არა სხვა პლანეტაზე სიცოცხლე? ეს კითხვა ყველა ადამიანს გასჩენია. და, მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი ტექნოლოგიური რევოლუციის შემდეგ, ამ კითხვაზე პასუხი კაცობრიობას ჯერ კიდევ არ აქვს, სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში ყოველთვის შეიძლება განსხვავებული სცენარების გაცნობა.
„კონტაქტი“ ამერიკელი რეჟისორის, რობერტ ზემეკისის 1997 წლის სამეცნიერო ფანტასტიკაა. ფილმი ასტრონომი ელი არიუვეის ისტორიას მოგვითხრობს, რომელსაც კოსმოსი ბავშვობაში მამამ შეაყვარა. დაობლების შემდეგ მთელი ცხოვრება სწორედაც რომ კოსმოსის შესწავლას მიუძღვნა.
მთავარი პერსონაჟი SETI-ში (Search for Extraterrestrial Intelligence) მუშაობს, სადაც უცხოპლანეტური ინტელექტის არსებობის დამტკიცებას ცდილობენ, თუმცა კვლევები უშედეგოა მანამ, სანამ ელი უცხოპლანეტური ინტელექტისგან დაშიფრულ შეტყობინებას მიიღებს. კოდის გატეხის შემდეგ კი აღმოჩნდება, რომ შეტყობინება მისტიკური მოწყობილობის შექმნის ინსტრუქციაა.
მოწყობილობის შექმნის იდეა ყველა დიდი დილემის წინაშე აყენებს, რადგან რისკების გათვალისწინება შეუძლებელია.
„კონტაქტი“ კარლ სეიგანის, ყველაზე ცნობილი ასტრონომის, რომანზე არის დაფუძნებული, რომელიც 1985 წელს გამოვიდა და წლების განმავლობაში „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ბესტსელერი იყო.