გამოშვების წელი: 2022

პირველი ადამიანი კოსმოსში 1961 წელს გაფრინდა. მას შემდეგ კი, კაცობრიობა სულ უფრო და უფრო დიდ წარმატებას აღწევს კოსმოსის ათვისებაში – მაგრამ, რა იქნება ჩვენი შემდეგი ნაბიჯი? დღეს, სტეპის კინო-კლუბში Netflix-ის ახალ დოკუმენტარულ ფილმზე „კოსმოსში დაბრუნებაზე“ ვისაუბრებთ. ფილმის მთავარი გმირი კი – ილონ მასკია.

ფილმი ილონ მასკისა და SpaceX-ის 20 წლის ისტორიას მოგვითხრობს – პირველი Falcon 1-ის გაშვებიდან (2008წ.), Crew Dragon Demo-2-ის გაშვებამდე (2020წ.). სწორედ ეს უკანასკნელი იყო პირველი პილოტირებული მისია, რომელიც ა.შ.შ.-დან 2011 წლის უკანასკნელი მისიის შემდეგ გაეშვა.

მეტიც, ფილმში შევხვდებით  SpaceX-ის აქამდე უცნობ მასალებსა და კადრებს იმაზე, თუ როგორ ცდილობენ SpaceX-ის ინჟინრები NASA-ს ასტრონავტებისა და ა.შ.შ-ს კოსმოსში დაბრუნებას. ილონ მასკი კი გვიზიარებს კოსმოსისა და მარსის ათვისების სამომავლო გეგმებს.