რატომ ჩამოერთვა პლუტონს პლანეტის სტატუსი?
გადაწყვეტილება საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა (IAU) 2006 წლის გენერალურ ასამბლეაზე მიიღო და პლუტონი რიგით ჯუჯა პლანეტათა სიას მიაკუთვნა.
მათი განმარტებით, პლანეტა აღნიშნავს ციურ სხეულს, რომელიც საკმარისად დიდია იმისათვის, რათა მზის გარშემო გრავიტაციულ ორბიტაზე მოძრაობის წყალობით მრგვალი ფორმა მიიღოს და თავისგან მოშორებით გაისროლოს ახლომდებარე პლანეტური სხეულები და ნარჩენები.
პლუტონი ჯუჯა პლანეტათა რიგში გადავიდა იმიტომ, რომ ვერ აკმაყოფილებს ზემოთ აღნიშნულ კრიტერიუმს. დიდი ზომის მიუხედავად, რომელიც მას სფერულ ფორმას აძლევს, პლუტონი არც იმდენად დიდია, რომ გააჩნდეს ორბიტული დომინირება. სწორედ ამიტომ ასტრონომიული ობიექტი ოფიციალურად არ არის მზის სისტემის პლანეტა.
მკაცრი განსაზღვრების გამო, ამჟამად მზის სისტემაში მხოლოდ რვა სხეული შეიძლება ჩაითვალოს პლანეტად: მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი, იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი.