კოსმოსური ხომალდები მზის სისტემაში
უკვე 70 წელია, რაც დედამიწაზე კოსმოსის ეპოქა დაიწყო!
მას შემდეგ კაცობრიობამ მოახერხა კოსმოსში გასვლა, მთვარეზე დაჯდომა და მზის სისტემის ყველა პლანეტის დათვალიერება. ჩვენმა კოსმოსურმა ხომალდებმა მართლაც რომ ყველა მათგანს მიაღწიეს, მათ შორის 2 ჯუჯა პლანეტასაც – პლუტოს და ცერერას.
ეს NASA-ს Voyager-ის პროგრამის დამსახურებაა. NASA-მ 1977 წელს დედამიწიდან კოსმოსში 2 იდენტური ავტომატური ზონდი გაუშვა. ამ მოგზაურობის მთავარი მიზანი კი მზის სისტემის მიღმა მდებარე სივრცის შესწავლა იყო.
კოსმოსური ზონდები უკვე გასცდნენ მზის სისტემას და ვარსკვლავთშორის სივრცეში გაიჭრნენ. გზად კი ჩვენი გალაქტიკის ყველა პლანეტას ესტუმრნენ და მათზე უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია მოიპოვეს.