ერთი შეხედვით დაუჯერებლად და არასერიოზულად მოგეჩვენებათ, თუმცა გეტყვით, რომ  აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულ სამმართველოს, ჩვენთვის ცნობილი როგორც NASA-ს ჰყავს თანამშრომელი, რომელიც არც მეტი არც ნაკლები ნივთებს ყნოსავს.

იცით თუ არა, რომ NASA-ს ჰყავს 25 ადამიანისგან დაკომპლექსტებული სპეციალური ჯგუფი, რომელის მთავარი ამოცანაც კოსმოსში გაფრენამდე თითოეული ნივთის სუნის ამოცნობა და შეფასებაა.

1973 წელს, 18 წლის ჯორჯ ოლდრიჩი სკოლის დამთავრებისთანავე NASA-ს White Sands შეუერთდა. ,,მამაჩემი აქ მუშაობდა, მან დამირეკა და მითხრა, რომ ნასა 5 მოხალისეს ეძებდა, რომლებიც ნასაში, აშშ-ს სამთავრობო სარაკეტო ძრავის ტესტირების დაწესებულებაში დროებით თანამდებობას დაიკავებდნენ. მათი მისია სუნის საშუალებით ნივთების ტესტირება იქნებოდა. ვთქვი რომ მე გავაკეთებდი ამას ასტრონავტებისთვის, ბევრი არ მიფიქრია და მაშინვე დავთანხმდი’’ – იხსენებს ოლდრინი.

ოლდრიჩი გადავიდა ნასას მოლეკულური დეზორბაციისა და ანალიზის ლაბორატორიაში White Sands-ში, რომელიც აფასებს პოტენციურად სახიფათო მასალებს, კომპონენტებსა და სისტემებს. ვინაიდან ასტრონავტები იმყოფებიან „დახურულ წრეში“ გარემოში, სადაც ჰაერი ბრუნდება, დელიკატურად დაბალანსებული გარემო შეიძლება დაარღვიოს ტოქსიკურმა ან მკვეთრად არასასიამოვნო სუნმა. ცნობილია, რომ 1970-იან წლებში, რუს ასტრონავტებს მოუწიათ კოსმოსური მისიის შეწყვეტა აფრენიდან რამდენომე წუთში კოსმოსური კაფსულის შიგნით ტოქსიკური ცუდი სუნის გამო. ასეთმა სუნმა შეიძლება სერიოზული შეფერხება გამოიწვიოს მისიის დროს.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობენ სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები ან ეგრედ წოდებული “ელექტრონულ ცხვირები” ნასასთვის ყველაზე სანდო ადამიანი და მისი ყნოსვის ფუნქციაა. ისინი საუკეთესოდ პროგნოზირებენ, თუ როგორ იმოქმედებს ტოქსიკური სუნი ასტრონავტზე. „თუ ძაღლები უსიამოვნო სუნს იგრძნობენ, ისინი ვერ გეტყვიან, რისი სუნია და რამ გამოიწვია“, მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონულ ცხვირებს შეუძლიათ განსაზღვრონ ქიმიკატების ამოცნობა, მათ არ შეუძლიათ შეატყობინონ, რომ რაღაც ტოვებს ცუდ გემოს ყელის უკან, ან ბუშტუკებს აჩენს მათ ცხვირის შიგნით’’ – ამბობს ოლდრიხი.

პანელის თითოეული წევრი აფასებს სუნს ნულის მასშტაბით ოთხამდე. ნებისმიერი მასალა, რომელსაც აქვს 2.5-ზე მეტი ქულა, ვერ გაივლის სუნის ტესტს. „მომხმარებელს ვატყობინებთ, რომ ის ოდნავ აჭარბებს სუნის ზღვარს, მაგრამ თუ ამ ობიექტისთვის ფრენა ძალიან მნიშვნელოვანია, ის მაინც შეიძლება გაფრინდეს. სუნის ტესტირებით მოქმდება ყველა წვრილმანი რაც კოსმოსური კაფსულის შიგნით არის.

პანელზე გატარებული 45 წლის შემდეგ, ოლდრიჩის ნესტოებმა სააგენტოსთვის წარმატებით დაასრულა 900-ზე მეტი სუნის ტესტი. ეს არის როლი, რომელმაც მას ზედმეტსახელები, ნასასგან დიდი პატივი და პოპულარობა მოუტანა.