ბაზ ოლდრინის კოსმოსური ქურთუკი

კოსმოსური ქურთუკი, რომელიც ლეგენდარულ ასტრონავტს – ბაზ ოლდრინს მთვარეზე, Apollo 11-ის მისიისას ეცვა, აუქციონზე რეკორდულ ფასად – 2.8 მილიონ დოლარად გაიყიდა.

ბაზ ოლდრინი არის მეორე ადამიანი, რომელმაც NASA-ს მთვარის მისიისას მთვარეზე ფეხი დადგა. ამ მომენტს მსოფლიოს მაშტაბით 650 მილიონმა ადამიანმა უყურა და კოსმოსის ათვისების ისტორიაში უმნიშვნელოვანეს მომენტად იქცა.

საფრენი ქურთუკი სააუქციონო სახლმა – Sotheby-მ გაყიდა. მათივე განცხადების მიხედვით, სამოსი ამერიკის კოსმოსურ არტეფაქტებსა და აუქციონზე გაყიდულ ქურთუკებს შორის ყველაზე ღირებულ ნივთად იქცა.

სწორედ ეს ქურთუკი ეცვა ბაზ ოლდრის 1969 წლის მისიისას. მას მხოლოდ მაშინ მოუწია მისი გამოცვლა, როდესაც მთვარეზე გასასვლელად, ასტრონავტმა სკაფანდრი ჩაიცვა. როგორც თვითონ იხსენებს, მთვარის ზედაპირზე 21 საათის გატარების შემდეგ, ეს საფრენი ქურთუკი, სკაფანდრზე კომფორტული აღმოჩნდა.

ცეცხლგამძლე ნაჭრისგან შეკერილ ქურთუკს ჯერ კიდევ აკვრია Apollo 11-ის ემბლემა და ასტრონავტის გვარი. მარცხენა მხარზე, კი ამერიკის შეერთებული შტატების დროშა არის გამოსახული. ის 1969 წლის მისიის ტანსაცმელს შორის ერთადერთია, რომელიც ოდესმე გაყიდულა.

92 წლის ასტრონავტმა აუქციონზე გასაყიდათ 69 პერსონალური ნივთი წარადგინა. ქურთუკზე ფასის დადების პროცესი თითქმის 10 წუთი გაგრძელდა და საბოლოოდ, ტელეფონით ანონიმურმა მყიდველმა შეიძინა.

სხვა პერსონალურ ნივთს შორის იყო ასტრონავტის კალამი, ფრენის გეგმა, რომელმაც Apollo 11-ის ეკიპაჟთან ერთად კოსმოსში იმოგზაურა და წიგნაკი, რომელშიც დეტალურად იყო მისიის გრაფიკი გაწერილი.

ბაზ ოლდრინის პერსონალური კოლექცია მთლიანობაში 8.2 მილიონ დოლარად გაიყიდა.