1963 წელს, კოსმოსური მოგზაურობისთვის, ასტრონავტთა მესამე ჯგუფის შემადგენლობაში შერჩეული სკოტი ბავშვობიდან გატაცებული იყო კოსმოსით. ინტერესი მშობლისგან, მამამისის, ტომ უილიამ სკოტის, ცნობილი როგორც ‘’მოიერიშე მფრინავისგან’’ ერგო. ცნობილია, რომ დეივ სკოტის მამა შეერთებული შტატების არმიის საჰაერო კორპუსში სიცოცხლის ბოლომდე მსახურობდა.

1965 წლის კოსმოსური ფრენის, Gemini 5 -ის დასრულების შემდეგ , ფრენის ეკიპაჟის ოპერაციების დირექტორმა დეკე სლეიტონმა აცნობა სკოტს, რომ ის ნილ არმსტრონგთან ერთად გაფრინდებოდა Gemini 8 -ზე. სკოტს ძალიან აფასებდნენ მისი კოლეგები პილოტირების რწმუნებით; აღსანიშნავია რომ მაიკლ კოლინზმა , მოგვიანებით დაწერა, რომ სკოტის გაფრენა არმსტრონგთან ერთად ნასას ყველაზე წინდახედული და სანდო ნაბიჯი იყო.

სკოტი და ნილ არმსტრონგი ახლო მეგობრები გახდნენ. კოლეგები დიდ პატივს სცემდნენ ერთმანეთს და არაჩვეულებრივად ასრულებდნენ სამუშაოს. ხომალდის კოსმოსში გაშვებამდე, შვიდი თვის უმეტესი ნაწილი მათ ერთად მუშაობაში გაატარეს. ტრენინგის ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც სკოტმა არმსტრონგის გარეშე ჩაატარა, იყო კომეტაზე გასეირნება , სადაც ის ვარჯიშობდა დაგეგმილი კოსმოსური ფრენისთვის.

1966 წლის 16 მარტს არმსტრონგი და სკოტი გაუშვეს კოსმოსში, ფრენა თავდაპირველად დაგეგმილი იყო სამი დღის განმავლობაში. რაკეტა „ აგენა “, რომლითაც ისინი უნდა დაემაგრებინათ, ერთი საათი და ორმოცი წუთით ადრე გაუშვეს. მიუხედავად სირთულეებისა ორმა მეგობარმა ფრენა წარმატებით დაასრულა.

არმსტრონგისგან განსხვავებით დეივ სკოტს ყოველთვის ხიბლავდა კოსმოსის მშვენიერი ხედების ცქერა და დაუვიწყარი კადრების შეგროვება. ფოტოზე ვხედავთ დეივ სკოტს, რომელიც ტკბება დედამიწის თვალწარმტაცი ხედით ხომალდიდან.