დღეს, 2022 წლის 26 სექტემბერს, გიგანტური პლანეტა – იუპიტერი დედამიწას ბოლო 59 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად მოუახლოვდება. მისი დანახვა კი მთელი ღამის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

ყოველ 13 თვეში ერთხელ, იუპიტერი პირისპირდგება, რის გამოც, ის ცაზე წლის სხვა პერიოდთან შედარებით ყველაზე დიდი და ნათელია.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. ამჯერად, იუპიტერი, ბოლო 59 წლის განმავლობაში, დედამიწას ყველაზე მეტად მოუახლოვდება. იქიდან გამომდინარე, რომ დედამიწა და იუპიტერი მზის გარშემო ერთი სიჩქარით არ ტრიალებენ, წლის განმავლობაში ისინი ერთმანეთისგან სხვადასხვა დისტანციაზე არიან.

ამ წელს კი ხედი ყველაზე საინტერესო იქნება, რადგან იუპიტერის მოახლოება პირისპირდგომისას მოხდება. იუპიტერი დედამიწიდან დაახლოებით 367 მილიონი მილით იქნება დაშორებული. ბოლოს მსგავსი დისტანცია პლანეტებს შორის 1963 წელს იყო. ჩვეულებრივ, გიგანტური პლანეტა დედამიწიდან 600 მილიონი მილით არის ხოლმე დაშორებული.

როგორც ექსპერტები იტყობინებიან, იუპიტერის ღამის ცაზე დანახვა შეუიარაღებელი თვალით იქნება შესაძლებელი. ხოლო ბინოკლის გამოყენებით მის ცენტრალურ სარტყელსა და 3-4 მთვარესაც დაინახავთ.