იცოდით, რომ კოსმოსში ყოფნისას ადამიანი სიმაღლეში იზრდება?

მრავალი ექსპერიმენტის შედეგად დამტკიცებულია, რომ კოსმოსში ყოფნა ადამიანს სიმაღლეში ზრდის. ეს კი მიკროგრავიტაციის დამსახურებაა.

დედამიწაზე ყოფნისას, გრავიტაციის გამო, ადამიანის ხერხემლის მალთაშუა დისკები დეკომპრესირებულია. ხოლო, როგორც კი უწონადო მდგომარეობაში გადავდივართ, დისკების ზომა იზრდება – ადამიანი კი სიმაღლეში იმატებს!

NASA-ს ასტრონავტმა, სკოტ კელიმ თითქმის ერთი წელი გაატარა საერთაშორისო კოსმოსუს სადგურზე (ISS) მიკროგრავიტაციის პირობებში. დედამიწაზე დაბრუნები კი თავის ტყუპ ძმაზე თითქმის 5 სანტიმეტრით მაღალი იყო.

მრავალწლიანი კოსმოსური გამოცდილების საფუძველზე დადგინდა, რომ კოსმოსი ადამიანს დაახლოებით 3%-ით ზრდის სიმაღლეში, თუმცა, სამუდამოდ არა. დედამიწაზე დაბრუნებულ კოსმონავტებზე გრავიტაცია ისევ იწყებს მოქმედებას და რამდენიმე თვეში ჩვეულ სიმაღლეს უბრუნდებიან.