ეს სიტყვები ალბერტ აინშტაინს ეკუთვნის, რომელმაც საუკუნის წინ თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღმა გაიხედა და ფარდობითობის თეორია აღმოაჩინა.
მის მიერ აღმოჩენილ ფორმულას ,,E=mc2’’ რომელიც მასასა და ენერგიას შორის ურთიერთქმედებას გამოხატავს – მთელი მსოფლიო იცნობს და დღემდე იყენებს.
1915 წელს გენიოსის მიერ წამოყენებული თეორიის მიხედვით, გრავიტაცია კოსმოსში მოქმედი შემზარავი ძალა კი არ არის, არამედ სივრცისა და დროის დედაარსია.


ალბერტ აინშტაინი იყო ფიზიკოს-თეორეტიკოსი, უდიდესი მეცნიერი. მან წამოაყენა ფარდობითობის თეორია და ასევე დიდი წვლილი აქვს შეტანილი კვანტური მექანიკის, სტატისტიკური მექანიკისა და კოსმოლოგიის განვითარებაში. 1921 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიკაში 1905 წელს ფოტოელექტრონული ეფექტის მისეული განსაზღვრებისთვის და ასევე თეორიულ ფიზიკაში მის მიერ შეტანილი წვლილისთვის.

1919 წელს სამხრეთ ამერიკასა და აფრიკაში მომხდარმა მზის დაბნელებამ აინშტაინის თეორია დაამტკიცა და სამუდამოდ შეცვალა ჩვენი წარმოდგენა გრავიტაციის შესახებ.

აინშტაინის მოსაზრების თანახმად, მზის დაბნელებას უნდა დაებლოკა მისი სინათლე, რა დროსაც მეცნიერებს მზის სიახლოვეს გამავალი ვარსკვლავის სინათლის შესწავლა შეეძლებოდათ. მისი თეორია პროგნოზირებდა, რომ მზის გრავიტაციულ ველს მის უკან მოქცეული ვარსკვლავების სინათლე მნიშვნელოვნად უნდა გადაეადგილებინა იმ ადგილიდან, სადაც ისინი გრავიტაციის კლასიკური თეორიების შესაბამისად უნდა ყოფილიყო.

ამავე წელს, ექსპედიციას ბრიტანელი ასტრონომი არტურ ედინგტონი, გაუძღვა, რომელიც დაბნელებას ორი ადგილიდან უნდა დაკვირვებოდა – ერთი ბრაზილიიდან და მეორე აფრიკის სანაპიროსთან მდებარე კუნძულ პრინსიპიდან.

ესქპერიმენტი დიდი მეცნიერის სასარგებლოდ ჩატარდა და ალბერტს მსოფლიო აღიარება, შემდგომ კი 1921 წელს ნობელის პრემია მოუტანა.

ინშტაინმა ჩამოაყალიბა ფოტოეფექტის კანონი. განავითარა ბრუნის მოძრაობის მოლეკულური თეორია, რომლის თანახმად ეს მოძრაობა სითხის მოლეკულების ქაოსური მოძრაობისა და ბროუნის ნაწილაკებთან მათი დაჯახების შედეგია. საფუძველი ჩაუყარა ფარდობითობის სპეციალურ თეორიას, რითაც რადიკალურად შეცვალა კლასიკური ფიზიკის წარმოდგენა სივრცესა და დროზე. მან დაამტკიცა, რომ ისინი ფარდობითი არიან, ე. ი. დამოკიდებული არიან ათვლის სისტემის არჩევაზე. ეს შედეგები აინშტაინმა მიიღო ფარდობითობის პრინციპსა და იმ დებულებაზე დამყარებით, რომ სინათლის სიჩქარე არ არის დამოკიდებული წყაროს სიჩქარეზე. ამ უკანასკნელით კი საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე რელატივისტურ ფიზიკას.

დაახლოებით ამავე წლებიდან აინშტაინი ცდილობდა შეექმნა ე. წ. „ველის ერთიანი თეორია“, რომელშიც ყველა არსებული ველი და მატერიალური ნაწილაკი წარმოდგენილი იქნებოდა, როგორც რიმანის სივრცის ან უფრო რთული სივრცის გეომეტრიული თვისებების შედეგი. მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლის უკანასკნელი ათეული წლები მან ამ იდეას მიუძღვნა, მისი ბოლომდე განხორციელება მაინც ვერ შეძლო.

დიდი მეცნიერი ვერ შეურიგდა კვანტური თეორიის იმ ინტერპრეტაციას, რომელიც განავითარეს ნ. ბორმა და ვ. ჰაიზენბერგმა და რომელიც დღესაც თანამედროვე ფიზიკაშია მიღებული.

უდიდესმა მეცნიერმა თავისი აღმოჩენებისა და ექსპერიმენტების წყალობით შეცვალა სამყაროს აღქმა. ალბერტ აინშტაინს დიდი წვლილი აქვს შეტანილი კვანტური მექანიკის, სტატისტიკური მექანიკისა და კოსმოლოგიის განვითარებაში.