ვიდრე მთვარის ფაზებზე საუბარს დავიწყებთ, გავიაზროთ რას ნიშნავს სიტყვის დეფინიცია ”ფაზა”. სიტყვა ფაზა უცხო სიტყვათა ლექსიკონში განმარტებულია როგორც რაიმე მოვლენის, პროცესისა თუ მისი მსგავსი სხვა ფაქტის განვითარების ცალკეული მომენტი.
ჩვენ ვიცით რომ დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრი მთვარე ასრულებს სრულ ბრუნს. მთვარე დედამიწის გარშემო შემოვლას დაახლოებით 29,5 დღე სჭირდება. როდესაც მთვარე დედამიწის გარშემო ბრუნავს, დედამიწიდან მთვარის მხოლოდ მზით განათებული მხარის სხვადასხვა ნაწილები ჩანს. მთვარის ფორმა თხელი ნამგლის ფორმიდან, დისკოს ფორმამდე იმატებს, შემდეგ კი ისევ იკლებს. ძირითადად განირჩევა მთვარის ოთხი ფაზა, ესენია: ახალი მთვარე, პირველი მეოთხედი, სავსე მთვარე და უკანასკნელი მეოთხედი. მთელი ეს ციკლი დედამიწის 29,5 დღე-ღამეს მოიცავს.
ასტროლოგიურად მთვარის ფაზები არის ცვლის ციკლი, რომელთაგანაც თითოეული დაკავშირებულია განსაზღვრულ ასტროლოგიურ სტიქიასთან. მაგალითად მთვარის ციკლის პირველი ფაზა დაკავშირებულია მიწის სტიქიასთან და ატარებს ქალღმერთ არტემიდას სახელს. მთვარის მეორე ფაზა წყლის სტიქიას, მესამე ჰაერის, ხოლო მეოთხე ფაზა ცეცხლის სტიქიას აღნიშნავს.