პლანეტარულმა მეცნიერებმა დაადგინეს ზუსტი ლოკაცია, რომელზეც 3.4 მილიარდი წლის წინ მასიური ასტეროიდი ჩამოვარდა და წითელ პლანეტაზე მეგაცუნამი გამოიწვია.

Მარსის ზედაპირზე ახლად აღმოჩენილი კრატერი, დიდი ალბათობით, კოლოსალურმა ასტეროიდმა წარმოქმნა, რომელიც პლანეტას 3.4 მილიარდი წლის წინ დაეჯახა და მარსის ზედაპირზე 240 მეტრის სიმაღლის ცუნამი წარმოქმნა. ახალი კვლევის მიხედვით, შეჯახებას ისეთივე ძლიერი იყო, როგორიც იმ ასტეროიდისა, რომელმაც დედამიწაზე ხმელეთის დინოზავრების გადაშენება გამოიწვია.

როგორც ცნობილია, 3.5 – 3 მილიარდი წლის წინ მარსის ზედაპირი ოკეანეებით იყო დაფარული. NASA-ს მიხედვით, სწორედ წითელი პლანეტის ჩრდილოეთით (Vastitas Borealis) მდებარე ერთ-ერთმა ოკეანემ განიცადა ასტეროიდის შეჯახება.

Scientific Reports-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, ახლად აღმოჩენილი კრატერი – პოლი (Pohl) არის პირველი შეჯახებისა და ცუნამის წარმოქმნის იდეალური ლოკაცია. პოლი დაახლოებით 110 კმ-ზეა გადაჭიმული, სიღრმე კი 120 კმ-ს წარმოადგენს, რაც ძველი ოკეანეების მიახლოებით სიღრმეს შეესაბამება. Მის გარშემო არსებული ქანები კი 3.4 მილიარდი წლით თარიღდება.

კრატერის ზომაზე დაყრდნობით, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ასტეროიდის ზომა საშუალოდ 3 კმ-დან 9 კმ-მდე მერყეობდა და შეჯახებისას 13 მილიონი მეგატონის TNT-ის ეკვივალენტი ენერგია წარმოქმნა. შედარებისთვის, დედამიწაზე აფეთქებულმა ყველაზე ძლიერი ბირთვული იარაღი –  “ცარ-ბომბა” მხოლოდ 56 000 000 ტონა სიმძლავრის იყო.

მეცნიერებმა შეძლეს და მიახლოებით აღადგინეს შეჯახების მომენტი და დაადგინეს, რომ ასტეროიდის მიერ წარმოქმნილი ცუნამი დაახლოებით 250 მეტრის სიმაღლის იქნებოდა და 1500 კმ-ზე გადაადგილდებოდა.

NASA-ს მიხედვით, შეჯახების შედეგები ძალიან ჰგავს ჩიკშულუბის კრატერს, რომელსაც 66 მილიონი წლის წინ ასტეროიდი დაეცა და დინოზავრების გადაშენება გამოიწვია.

ჩიკშულუბის კრატერი, რომელიც მექსიკაში მდებარეობს, პოლის კრატერზე ბევრად დიდია. მისი ზომა დაახლოებით 180 კმ-ს შეადგენს, რაც გვაფიქრებინებს, რომ მისი შემქმნელი ასტეროიდის ზომა დაახლოებით 12 კმ-ს აღწევდა. კრატერი ასევე ანტიკური ოკეანის ზედაპირზე მდებარეობს, რომლის სიღრმეც იმ პერიოდში საშუალოდ 200 კმ იყო. 2022 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული ახალი კვლევების მიხედვით, ასტეროიდის შეჯახებამ არა მარტო მეგაცუნამი, არამედ მიწისძვრების გრძელი სერია გამოიწვია, რომელიც დედამიწაზე რამდენიმე თვე გაგრძელდა.

 

Წყარო : livescience.com