მზის სისტემაში ყველაზე დიდი ვულკანი

იცით თუ არა, რომ მზის სისტემაში ყველაზე დიდი ვულკანი მარსზე მდებარეობს?
მას ოლიმპოს მთას უწოდებენ. სახელი ანტიკური ბერძნული მითოლოგიიდან არის შერჩეული. ოლიმპოს მთაზე ბერძენი ღმერთები ცხოვრობდნენ.
რაც შეეხება წითელი პლანეტის ოლიმპოს – ის ჩამქრალი ვულკანია. მისი დიამეტრი 624 კმ-ია, სიმაღლე კი 25 კმ-ს შეადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ ოლიმპოს მთა დედამიწის უმაღლეს მწვერვალზე – ევერესტზე თითქმის სამჯერ მაღალია.
მეცნიერების აზრით, ვულკანის ამხელა ზომას ის განაპირობებს, რომ მარსზე, დედამიწისგან განსხვავებით, სუსტი გრავიტაციაა. ამავდროულად, აქ ტექტონიკური ფილებიც ნაკლებად მოძრაობს – რაც ვულკანების სიმაღლის ზრდას უწყობს ხელს.
ასევე ნახეთ
-
რა მოხდება თუ ადამიანი სინათლის სიჩქარით იმოძრავებს?
სინათლის სიჩქარე წამში 299,792 კილომეტრს შეადგენს. ჩვენ ვიცით, რომ დედამიწასა და მის ბუნებრივ თანამგზავრს შორის მანძილი 384 ,400 კილომეტრია.
ივლისი 24, 2022 -
-
NASA-ს გამოგონება, რომელმაც ტელეფონები კამერებად აქცია
NASA-ს მიღწევები კაცობრიობის ისტორიის განვითარებაში შეუფასებელია. თუმცა, ცოტამ იცის, რომ მათ თანამედროვე ცხოვრებისთვის დამახასიათებელი და განუყოფელი მრავალი ნივთის შექმნასაც შეუწყვეს ხელი.
იანვარი 19, 2023 -
მოგზაურობა მთვარეზე / A Trip To The Moon
პირველი სამეცნიერო ფანტასტიკა, რომელიც მთვარეზე გვამოგზაურებს
ოქტომბერი 16, 2022 -
პლანეტა ვენერას ზედაპირი
1970 წელს, საბჭოთა მისიის Venera-7-ის მიერ გაშვებული ხომალდი და მისი დესანტი გახდა პირველი ჯგუფი, რომელმაც მოახერხა გაშვების დროს გადარჩენა და ვენერას ზედაპირამდე მიღწევა.
ოქტომბერი 18, 2022