NASA მთვარეზე ბრუნდება – Artemis 1-ის კოსმოსში გაშვების თარიღები უკვე ცნობილია
NASA მთვარეზე ბრუნდება! Artemis-ის მთვარის პროგრამა ახალ ფაზაში გადადის, პირველი ფრენა კი 29 აგვისტოს არის დაგეგმილი.
NASA მთვარისკენ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მეგა-რაკეტის, SLS-ისა (Space Launch System) და Orion-ის კაფსულის გაშვებას აგვისტოს ბოლოს გეგმავს.
20 ივლისის განცხადების მიხედვით, Artemis 1-ის მეგა-რაკეტის გასაშვებად სამი თარიღი იქნა შერჩეული: 29 აგვისტო, 2 სექტემბერი და 5 სექტემბერი. სწორედ ეს იქნება პირველი სატესტო უეკიპაჟო ფრენა, რომელიც ადამიანებს მთავრეზე დააბრუნებს.
SLS-ს მეგა-რაკეტამ უკვე წარმატებით გაიარა შემოწმება და გამშვები მოწყობილობის სისტემის ტესტი. როგორც NASA-მ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ შემოწმებისას ძრავის გამაგრილებელი სისტემიდან წყალბადის გაჟონვა მოხდა, პრობლემა მალევე აღმოიფხვრა, თუმცა NASA-ს ინჟინრებმა ხომალდის ხელახალი ინსპექცია უკვე დაიწყეს.
სწორედ ამ მცირე სამუშაოებსა და ამინდზე არის დამოკიდებული ის, თუ როდის აფრინდება ხომადლი კენედის კოსმოსური სადგურიდან. როგორც NASA იტყობინება, ზუსტი თარიღი საჯარო – გაფრენამდე ერთი კვირით ადრე გახდება.
Artemis 1-ის წარმატებული აფრენის შემთხვევაში, Orion-ის კაფსულა კოსმოსში მთლიანობაში 42 დღეს.
Artemis-ის პროგრამის ახალი ეტაპის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად NASA-მ 20 ივლისი სპეციალურად აარჩია. სწორედ, მთვარეზე პირველი ნაბიჯის გადადგმიდან 53 წლის თავზე დაანონსდა დედამიწის უახლოეს ციურ სხეულზე ადამიანის დაბრუნების პირველი თარიღი.
შეგახსენებთ, რომ Artemis-ის პროგრამის ფარგლებში NASA მთვარეზე პირველი ქალისა და ფერადკანიანი ასტრონავტის გაგზავნას გეგმავს. პროგრამის მთავარი მიზანი კი მთვარეზე კოსმოსური ბანაკის დაარსებაა, სადაც შესაძლებელი იქნება ახალი აღმოჩენების გაკეთება და ტექნოლოგიების გამოცდა. საბოლოოდ, კი მთვარის ბანაკი იქნება გზა მარსის კოლონიზაციისკენ.
Artemis 1-ის წარმატების შემთხვევაში NASA იმედოვნებს, რომ უკვე ეკიპაჟიანი Artemis 2-ი ორბიტალურ მისიას 2024 წელს შეუგდება. ადამიანი მთავრეზე კი 2025 წლისთვის დაბრუნდება.