Belka And Strelka - space dogs

1960 წლის 19 აგვისტოსს სსრკ-მ კოსმოსში 2 ძაღლი –  ბელკა და სტრელკა გაგზავნა. სწორედ ეს იყო კაცობრიობის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც ცოცხალი ორგანიზმი კოსმოსს გადაურჩა.

ძაღლებთან ერთად, ხომალდზე იმყოფებოდა: ნაცრისფერი კურდღელი, 42 თაგვი, ბუზები და რამდენიმე მცენარეც კი. ყველა ამ ცოცხალმა ორგანიზმმა შეძლო დედამიწის ორბიტაზე გასვლა და უკან დაბრუნება.

თუმცა, ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საბჭოთა მეცნიერებმა კოსმოსში ცხოველები გაგზავნეს. ექსპერიმენტისთვის ძირითადად მიუსაფარ ძაღლებს იყენებდნენ. საბჭოთა მეცნიერები თვლიდნენ, რომ ძაღლთან ემოციური კავშირის დამყარება და გაწვრთნა ადამიანისთვის მარტივი იყო. კოსმოსური პროგრამის ფარგლებში კი სსრკ-მ კოსმოსში 57-მდე ძაღლი გაგზავნა. ალბათ ყველას გვახსოვს ლაიკა, რომელიც იყო პირველი ძაღლი, რომელმაც კოსმოსს მიაღწია. თუმცა, მან უკან დაბრუნება ვერ შეძლო.

სწორედ ბელკამ და სტრელკამ გაუკვალა გზა საბჭოთა კოსმონავტებს და კაცობრიობას კოსმოსისკენ. ძაღლების კოსმოსური მოგზაურობიდან თითქმის 1 წლის შემდეგ –  1961 წლის 12 აპრილს იური გაგარინი ხდება პირველი ადამიანი, რომელიც კოსმოსში გაფრინდა.