რმის ნახტომის სხვა რაკურსით. ირმის ნახტომის დიამეტრი დაახლოებით 30 ათასი პარსეკია (100 000 სინათლის წელი), ხოლო მისი სისქე დაახლოებით 1000 სინათლის წელიწადია.
დიუნები კოსმოსიდან. კადრი გადაღებულია Mars Reconnaissance Orbiter-ის (MRO) მიერ 2005 წლის აგვისტოს. დიუნების შესწავლა მარსის გეოლოგიური ისტორიის უკეთესად გამოსაკვლევად მნიშვნელოვანი პროცესია.
მზიდან გამოტყორცნილი ნაწილაკები დედამიწამდე მოსაღწევად 150 მილიონ კმ-ს გადიან, რის შემდეგაც თავს იყრიან მაგნიტურ ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებთან. ასე გამოიყურება პოლარული ციალი კოსმოსიდან.
თვალწარმტაცია მთვარე, ვენერა, იუპიტერი და დედამიწა ერთ კადრზე. კადრი ეკუთვნის ნასას ასტრონავტს, სკოტ კელის, რომელმაც ერთი წელი გაატარა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ხანგრძლივი კოსმოსური ფრენის კვლევის ჩასატარებისას.
ასე გამოიყურება ირმის ნახტომი და საერთაშორისო კოსმოსური სადგური დედამიწიდან. კოსმოსური სადგური ირმის ნახტომის გალაქტიკის ვარსკვლავებს შორის მდებარეობს. კადრი გადაღებულია 2019 წლის 18 სექტემბერს ნასას მიერ.
ორი ნისლეული ჰაბლის ობიექტივში – ასტრონომიაში ცნობილი როგორც NGC 248 არის ნისლეულის შერწყმა, რომელიც მაგელანის ღრუბელში, ირმის ნახტომის გალაქტიკაში მდებარეობს.
კადრი გვიჩვენებს NASA/ESA – ს ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებულ კაშკაშა აირსა და ბნელი მტვრის მორევს. მორევი ირმის ნახტომის ერთ-ერთ თანამგზავრ გალაქტიკაში მაგელანის დიდ ღრუბელში მდებარეობს.
მე-19 საუკუნეში ასტრონომმა უილიამ პარსონსმა დახატა ნისლეული და შექმნა ნახატი, რომელიც კიბორჩხალას წააგავდა, რითაც სუპერნოვას საერთო სახელი – კრაბის ნისლეული უწოდა. ეს იყო ვარსკვლავი“ რომელიც დღის ცაზე კაშკაშა ჩანდა თითქმის ერთი თვის განმავლობაში.
კადრზე აღბეჭდილია ვარსკვლავის პირველი ერთიანი ფოტო, რომელიც ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა გადაიღო. ვარსკვლავი ობიექტივიდან 2 000 სინათლის წლის მანძილზეა დაშორებული.