რეჟისორი: კრისტოფერ ნოლანი

მთავარ როლებში: ენ ჰეთეუეი, მეთიუ მაკ-კონეჰი, ჯესიკა ჩესტეინი

გამოშვების წელი: 2014

როგორ მოიქცეოდით, თუ არც თუ ისე შორეულ მომავალში დედამიწაზე ცხოვრება შეუძლებელი იქნებოდა? გადარჩენის ერთადერთი საშუალება კი საცხოვრებლად ვარგისი პლანეტის მოძებნა და იქ გადასახლებაა.

„ინტერსტელარი“ (ვარსკვლავთშორისი) – სწორედ ამ ისტორიას მოგვითხრობს. დედამიწაზე რესურსების ამოწურვის გამო, კაცობრიობა გადაშენების პირასაა. ფილმის მთავარ გმირს, კუპერს (მეთიუ მაკ-კონეჰი), კი NASA-ს ახალი მისიის კაპიტნობა დაევალება. მისიის წევრები ე.წ „ჭიის ხვრელში“ (სივრცე-დროის სხვადასხვა ადგილების უმოკლესი დამაკავშირებელი, გასასვლელი) უნდა გაძვრენენ და სხვა გალაქტიკაში საცხოვრებლად ვარგისი პლანეტა უნდა იპოვონ.

კუპერის დროსა და სივრცეში მოგზაურობა ადამიანებს გადაარჩენს. თუმცა, ამ მიზნის მისაღწევად, მთავარ გმირს – ყველაფრის დათმობა უწევს!

ლეგენდარული ბრიტანელი რეჟისორის, კრისტოფერ ნოლანის ფილმმა ოსკარის 6 ნომინაციისა და 1 გამარჯვების მოპოვება მოახერეხა.