Rocket Man, ოფიციალურად „Rocket Man (I Think It’s Going to Be a Long, Long Time)”, ბრიტანელი მუსიკოსის, ელტონ ჯონისა და სიმღერების ავტორის, ბერნი ტოპინის ერთობლივი კომპოზიციაა. სიმღერა 1972 წლის 17 აპრილს გამოვიდა და ელტონ ჯონის ალბომის, Honky Chateau-ს წამყვანი სიმღერა იყო.

სიმღერის ინსპირაცია რეი ბრედბერის მოთხრობა – “The Rocket Man” და დეივიდ ბოუის Space Oddity-ი გახდა.

სიმღერის ტექსტი გვიყვება ასტრონავტზე, რომელსაც დედამიწის დატოვება და მარსზე გამგზავრება უწევს. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ მისია ახარებს, სახლის მიტოვება უჭირს. ამავდროულად, სიმღერა წარმოაჩენს, თუ როგორ შეიცვალა დროთა განმავლობაში საზოგადოების დამოკიდებულება ასტრონავტების მიმართ. თუ ადრე ისინი გმირებად იწოდებოდნენ, ახლა ასტრონავტობა ჩვეულებრივ პროფესიად მიიჩნევა. ამას სიმღერის შემდეგი მონაკვეთი: „She packed my bags last night, pre-flight. Zero hour: 9 a.m. And I’m gonna be high as a kite by then“ ადასტურებს

Rolling Stone-მა, ამერიკულმა ჟურნალმა, Rocket Man-ი ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერაში შეიყვანა და 149-ე ადგილი დაიკავა.

ელტონ ჯონმა Rocket Man-ი 1998 წელს, კოსმოსური შატლი Discovery-ის გაშვებისას შეასრულა . ასევე 2016 წელს, დეივიდ ბოუის გარდაცვალების შემდეგ, პატივის მისაგებად გამართულ კონცერტზე – სადაც, ელტონმა Rocket Man-ი და Space Oddity-ი გააერთიანა.