რეჟისორი: ტედ მელფი

მთავარ როლებში: ტარაჯი პ. ჰენსონი, ოკტავია სპენსერი, ჯანელ მონე

გამოშვების წელი: 2016

ჯონ გლენი პირველი ამერიკელი კოსმონავტი იყო, რომელმაც დედამიწას გარშემო შემოუარა 1962 წელს. ეს კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ნაბიჯი იყო. თუმცა, ცოტამ იცის, რომ ამ გამარჯვების უკან აფრიკელ-ამერიკელი მათემატიკოსი და ინჟინერი ქალები იდგნენ.

„დამალული ფიგურები“ სწორედ მათზე: ქეთრინ ჯონსონზე, დოროთი ვონისა და მერი ჯექსონზე მოგვითხრობს. “კომპიუტერ ადამიანებად“ წოდებულებმა ზუსტად მოახერხეს კოსმოსური მისიების გამოთვლა, თუმცა, თავის დროზე უდიდესი დისკრიმინაციის მსხვერპლები იყვნენ – NASA-ში ყავის მომზადებას სთხოვდნენ, შავკანიანებისთვის განკუთვნილ საპირფარეშომდე მისასვლელად კი 10-15 წუთის გავლა უწევდათ.