NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა ტესტირება წარმატებით ჩააბარა! ის მიზანმიმართულად შეეჯახა დედამიწასთან ახლოს მდებარე ასტეროიდს და მისი ორბიტული პერიოდი 30 წუთზე მეტით შეცვალა.

11 ოქტომბრის  ბრიფინგისას, NASA-ს ხელმძღვანელმა – ბილ ნელსონმა განაცხადა, რომ DART-ის (Double Asteroid Redirection Test) კოსმოსურმა ხომალდმა, რომელიც ასტეროიდ დიმორფოსის 26 სექტემბერს მიზანმიმართულად შეეჯახა,  ასტეროიდის ორბიტის შეცვლა შეძლო და ის უფრო დიდი ასტეროიდის, დიდიმოსის უფრო სწრაფ ორბიტაზე გადაისროლა. დიმორფოსი, რომლის ორბიტული პერიოდი 11 საათსა და 55 წუთს წარმოადგენდა – 11 საათსა და 32 წუთზე ჩამოვიდა.  ეს კი მოსალოდნელ შედეგზე ბევრად მეტია.

DART-ი დიმორფოსთან ე.წ „კინეტიკური დარტყმის“ მეთოდით გაერთიანდა. ეს მეთოდი კი მომავალში იმ ასტეროიდების ტრაექტორიის შესაცვლელად გამოიყენება, რომლებიც შესაძლოა, რომ დედამიწას დაეცნენ.

მისიისას მოსალოდნელი იყო, რომ ორბიტული ცვლილება მინიმუმ 73 წამი იქნებოდა, თუმცა იყო მოსალოდნელი, რომ რაოდენობა რამდენიმე წუთამდე გაზრდილიყო.  DART-ის წარმატება კი პლანეტარულ თავდაცვაში წინ გადადგმული ნაბიჯია.

მეცნიერები ჯერ კიდევ ცდილობენ DART-ის შეჯახების საბოლოო ეფექტურობის გაზომვას. ამიტომაც, დაკვირვებები დიდიმოსსა და დიმორფოსზე რამდენიმე თვე გასტანს – მათ შორის ისეთი ტელესკოპებით, რომლებიც დიმორფოსიდან 10 000 კილომეტრზე დაშორებული კოსმოსური ნამსხვრევების რიგის დანახვა შეუძლიათ. იტალიურმა Cubesat-მა (LICIACube), რომელიც DART-ს შეჯახებამდე რამდენიმე კვირით ადრე დაშორდა, ასტეროიდს შეჯახებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ გადაუფრინა და 720 ფოტო გადაიღო, რომლებშიც ასტეროიდის იმ ნამსხვრევების დანახვაა შესაძლებელი, რომლებიც დედამიწიდან არ ჩანს.

NASA ჯერჯერობით არ გეგმავს DART-ის მსგავსი სხვა ტესტების ჩატარებას. მათი განცხადებით, NASA-ს ახლანდელი პრიორიტეტი პლანეტარული თავდაცვისთვის NEO ( Near Earth Object) მისიაა, კოსმოსური ტელესკოპი, რომელიც დედამიწასთან ახლოს მდებარე უფრო მეტ ასტეროიდზე შეძლებს დაკვირვებას.