ცოტა სიმღერა გამხდარა კოსმოსური ჰიმნი, მათ შორის კი არის “Across the Universe” – ბრიტანული როკ-ჯგუფის the Beatles-ის კომპოზიცია. მისი ავტორები კი ჯონ ლენონი და პოლ მაკარტნი არიან.

სიმღერა პირველად 1969 წელს გამოვიდა, საქველმოქმედო ალბომი – „No One’s Gonna Change Our World-თვის“, რომლის ჩაწერაშიც Beatles-თან ერთად, სხვა არტისტებმაც მიიღეს მონაწილეობა. თუმცა, საბოლოო ვერსია ჯგუფმა 1970 წელს გამოაქვეყნა, რომელიც სპეციალურად მათი ახალი ალბომის – “Let It Be-თვის“ ჩაიწერა.

1970 წელს, ამერიკული ჟურნალი – Rolling Stone-თვის მიცემულ ინტერვიუში ჯონ ლენონმა განაცხადა, რომ მის მიერ დაწერილ სიმღერებს შორის შორის, “Across the Universe-ს“ სიმღერის ტექსტი ყველაზე პოეტური ტექსტია. სიმღერის ინსპირაციაზე საუბრისას კი თავის ყოფილ ცოლს – სინტიას იხსენებს. სწორედ მისი ლაპარაკის მოსმენისას დაიწერა სიმღერის დასაწყისი: „words are flowing out like endless rain into paper cut“.

“Across The Universe” ჟღერადობაზე უდიდესი გავლენა მოახდინა ტრანსცენდენტურმა მედიტაციამ, რომლითაც ჯგუფი ჯერ კიდევ 1968 წლის მიწურულს დაინტერესდა. ამაზე მიუთითებს მისამღერში ჩასმული მანტრაც – „Jai guru deva om“.

სიმღერა მალევე იქცა კოსმოსურ ბალადად. მრავალ ქავერს შორის, გამოარჩევენ დევიდ ბოუის 1975 წელის შესრულებას, რომელიც მომღერლის ალბომში (“Young Americans”) შევიდა. 2008 წელს, კი NASA-მ “Across The Universe” ინტერსტელარულ შეტყობინებად პოლარისისკენ გაუშვა, რომელიც დედამიწიდან 433 სინათლის წლით არის დაშორებული.