ვალენტინა ტერეშკოვა – პირველი ქალი კოსმოსში
ვალენტინა 1937 წელს რუსეთის სოფელ მასლენიკოვოში, ტუტაევის რაიონში დაიბადა. მისი მშობლები კოლმეურნეობაში მუშაობდნენ, მამა კი მეორე მსოფლიო ომის დროს გარდაიცვალა. სმიტსონის საჰაერო და კოსმოსური მუზეუმის თანახმად, ვალენტინამ სკოლა დატოვა, როდესაც 16 წლის იყო და მუშაობდა ტექსტილის ქარხანაში, მაგრამ განათლების მიღება მაინც არ შეუწყვეტია. ვალენტინა დამოუკიდებლად, დიდი მონდომების ხარჯზე სწავლობდა და ითვისებდა სასწავლო პროგრამას.
მოგვიანებით, ვალენტინა ტერეშკოვა შეუერთდა ქარხნის ახალგაზრდა კომუნისტურ ლიგას (კომსომოლი) და მალე გადავიდა კომუნისტურ პარტიაში. იგი დაინტერესდა პარაშუტით ხტომით იაროსლავის საჰაერო სპორტის კლუბში გაწევრიანების შემდეგ.
ტერეშკოვაზე საუბრის დროს აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მას შემდეგ, რაც იური გაგარინი გახდა პირველი ადამიანი კოსმოსში 1961 წელს, ტერეშკოვა მოხალისედ ჩაერთო საბჭოთა კოსმოსურ პროგრამაში. მიუხედავად იმისა, რომ პილოტის გამოცდილება არ ჰქონდა, პროგრამაში 126 პარაშუტით ნახტომის გამო ის მაინც მიიღეს. იმ დროისთვის კოსმონავტებს დედამიწაზე დაბრუნების დროს მიწაზე შეჯახებამდე წამით ადრე უხდებოდათ პარაშუტით ასვლა კაფსულებიდან.
ოთხ სხვა ქალთან ერთად, ტერეშკოვამ გაიარა 18 თვიანი ტრენინგი, რომელიც მოიცავდა ტესტებს იმის დასადგენად, თუ როგორ რეაგირებდა იგი მარტოობის ხანგრძლივ პერიოდზე, ექსტრემალურ გრავიტაციაზე და ნულოვანი სიმძიმის პირობებზე. ხუთი ქალიდან მხოლოდ ტერეშკოვა გავიდა კოსმოსში.
ტერეშკოვა აირჩიეს ვოსტოკ 6-ის პილოტად. ეს უნდა ყოფილიყო ორმაგი მისია. კოსმონავტი ვალერი ბიკოვსკი გაუშვეს ვოსტოკ 5-ზე 1963 წლის 14 ივნისს. ორი დღის შემდეგ კი ტერეშკოვა გაფრინდა. ორმა კოსმოსურმა ხომალდმა სხვადასხვა ორბიტა გაიარა და ერთმანეთისგან 3 მილის (5 კმ) დაშორებით მოვიდა. კოსმონავტებმა გაცვალეს კომუნიკაციები.
ტერეშკოვამ კოსმოსში 70 საათზე მეტი დრო გაატარა და დედამიწის ორბიტას 48-ჯერ შემოუფრინა. საბჭოთა და ევროპელმა ტელემაყურებლებმა დაინახეს მისი ღიმილიანი სახე და თვალწარმტაცი სანახაობა. აღსანიშნავია, რომ მაყურებელმა არ იცოდა, რომ ფრენა კინაღამ ტრაგიკულად დასრულდა. ეს იყო ფაქტი, რომელიც დაახლოებით 40 წლის განმავლობაში იყო კლასიფიცირებული.
საინფორმაციო არხის RT-ის ცნობით , კოსმოსური ხომალდის ავტომატური სანავიგაციო პროგრამულ უზრუნველყოფაში შეცდომის გამო ხომალდი დედამიწიდან დაშორდა. ტერეშკოვამ შენიშნა ეს და საბჭოთა მეცნიერებმა სწრაფად შეიმუშავეს ახალი სადესანტო ალგორითმი. ტერეშკოვა უსაფრთხოდ დაეშვა, მაგრამ სისწრაფის გამო სახეზე სისხლჩაქცევა მიიღო.
იგი დაეშვა ალტაის რეგიონში დღევანდელი ყაზახეთ-მონღოლეთი-ჩინეთის საზღვართან. სოფლის მცხოვრებლები დაეხმარნენ ტერეშკოვას კოსმოსური კოსტუმიდან გამოყვანაში და სთხოვეს, რომ სადილზე მათთან შეერთებოდა. იგი დათანხმდა და მოგვიანებით საყვედური მიიღო წესების დარღვევისა და პირველად სამედიცინო გამოკვლევების არ გავლის გამო.
თუმცა ტერეშკოვას საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მაინც მიენიჭა. მან მიიღო ლენინის ორდენი და ოქროს ვარსკვლავის მედალი. იგი გახდა საბჭოთა კავშირის სპიკერი და ამ როლის შესრულებისას მიიღო გაეროს მშვიდობის ოქროს მედალი.
ტერეშკოვა კვლავ აქტიურია კოსმოსურ საზოგადოებაში და მისი მემკვიდრეობა ფართოდ აღინიშნება ყველაფერში, წიგნებიდან დაწყებული მუზეუმებით და დამთავრებული სასცენო წარმოდგენებით.
ტერეშკოვამ აღმართა ოლიმპიური ჩირაღდანი 2008 წელს, პეკინის 29-ე ზაფხულის ოლიმპიადაზე სანკტ-პეტერბურგის თამაშზე და 2014 წელს , 22-ე ზამთრის ოლიმპიური თამაშების წინ სოჭში, რუსეთი .)