მზის სისტემაში ყველაზე დიდი ვულკანი

იცით თუ არა, რომ მზის სისტემაში ყველაზე დიდი ვულკანი მარსზე მდებარეობს?
მას ოლიმპოს მთას უწოდებენ. სახელი ანტიკური ბერძნული მითოლოგიიდან არის შერჩეული. ოლიმპოს მთაზე ბერძენი ღმერთები ცხოვრობდნენ.
რაც შეეხება წითელი პლანეტის ოლიმპოს – ის ჩამქრალი ვულკანია. მისი დიამეტრი 624 კმ-ია, სიმაღლე კი 25 კმ-ს შეადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ ოლიმპოს მთა დედამიწის უმაღლეს მწვერვალზე – ევერესტზე თითქმის სამჯერ მაღალია.
მეცნიერების აზრით, ვულკანის ამხელა ზომას ის განაპირობებს, რომ მარსზე, დედამიწისგან განსხვავებით, სუსტი გრავიტაციაა. ამავდროულად, აქ ტექტონიკური ფილებიც ნაკლებად მოძრაობს – რაც ვულკანების სიმაღლის ზრდას უწყობს ხელს.
ასევე ნახეთ
-
რას მიირთმევენ ასტრონავტები კოსმოსურ ხომალდზე ყოფნისას?
კოსმოსური საკვები იმაზე მრავალფეროვანია, ვიდრე წარმოგიდგენიათ
თებერვალი 13, 2023 -
ექსპერტების პროგნოზით, ჩინური რაკეტის ნაწილები მალე დედამიწას დაეცემა
ექსპერტების ანალიზით, რაკეტის ფრაგმენტები დედამიწის ატმოსფეროში 31 ივლისს შემოვა
ივლისი 27, 2022 -
თებერვალი 9, 2022
-
-