მარტო მზის სისტემაში 214 ბუნებრივი თანამგზავრი არის აღმოჩენილი. ფობოსი, დეიმოსი, იო, ევროპა და სხვა –  ყველასთვის ნაცობი სახელებია, რომლებიც მეზობელი პლანეტების მთვარეებს ჰქვიათ. მაგრამ, მათგან განსხვავებით, დედამიწის მთვარეს საკუთარი სახელი არ აქვს, ის უბრალოდ მთვარეა.

ეს იმან გამოიწვია, რომ სხვა თანამგზავრების აღმოჩენამდე კაცობრიობა მხოლოდ ერთ – ჩვენს მთვარეს იცნობდა. ამიტომაც, მის სახელად „მთვარე“ დამკვიდრდა, რომელმაც შემდეგ პლანეტის ბუნებრივი თანამგზავრის მნიშვნელობაც შეიძინა.

ხშირად მთვარეს „ლუნადაც“ (ლათ. Luna) მოიხენიებენ, განსაკუთრებით მეცნიერულ ნაშრომებში. სხვა ცნობილ სახელებს შორის ასევე არის „სელენი“, რომელიც ძველი ბერძნულიდან მოდის და მთვარის ქალღმერთის სახელია.