ევროპულ კოსმოსურ სააგენტოს შენი დახმარება სჭირდება! ESA-მ დიზაინერებისთვის კონკურსი გამოაცხადა
ევროპული კოსმოსური სააგენტო (ESA) საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. ESA-ს სურს, რომ მომავალი კოსმოსური მისიებისთვის NASA-სა და რუსული კოსმოსური სკაფანდრების გამოყენება შეწყვიტოს. ახალი დიზაინის მქონე სკაფანდრები კი ჯერ დედამიწის ორბიტაზე მოხვდებიან, შემდეგ მთვარის ზედაპირზე და NASA-ს არტემისის პროგრამის წარმატების შემთხვევაში – მარსზე.
მონაწილეებს დიზაინის წარსადგენად დრო 2023 წლის 28 თებერვლამდე აქვს. აუცილებელია, რომ ახალი დიზაინი “ევროპულ იდენტობას” წარმოაჩენდეს. ESA გამარჯვებულებს გერმანიაში, ევროპის ასტრონავტების ცენტრში ტურს სთავაზობს. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 18 წლის ზევით პირებს. დეტალური ინფორმაციის ნახვა კი ESA-ს ოფიციალურ გვერდზე შეგიძლიათ.