ლეგენდარული კოსმონავტის ნამდვილი, სრული სახელი ედვინ ევგენი ოლდრინია. როგორც ცნობილია, სახელი ,,Buzz’’-ი მისი დის, ფეი ენისგან დამკვიდრდა. უფროს ძმას იგი ,,Buzzer’’-ს ეძახდა, ნაცვლად ,,Brother’’-ის.  ფეი ენი იმდენად ხშირად მიმართავდა ძმას ასე, რომ სახელი დამკვიდრდა და ასტრონავტიც სამყარომ ბაზ ოლდრინის სახელით დაიმახსოვრა.

ედვინი 1930 წლი 20 იანვარს, ნიუ ჯერსიში დაიბადა. ბაზი ფიქრობდა, რომ საზღვაო ძალებში მსახურება მისი მოწოდება იყო, თუმცა ზღვის ავადმყოფობებისგან დატანჯულმა გადაწყვიტა ცხოვრება საჰაერო ძალების მსახურებაში გაეტარებინა.

არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ოლდრინი საშუალო სკოლაში წარმატებული მოსწავლე იყო. როგორც კლასის ერთ-ერთ ყველაზე მაღალი რანგის წევრს, ოლდრინს შეეძლო საკუთარი კარიერის ბედი თავად გადაეწყვიტა. ბევრი ფიქრის შემდეგ, მან შეერთებული შტატების საჰაერო ძალები აირჩია, რომელიც 1947 წლიდან მის სამსახურად იქცა.

როდესაც ოლდრინი წყვეტდა, კონკრეტულად რა ტიპის თვითმფრინავით უნდა ეფრინა, მამისმა, ედვინ ოლდრინმა უფროსმა ბომბდამშენების არჩევისკენ უბიძგა, რადგან ბომბდამშენის ეკიპაჟის მეთაურობა საშუალებას აძლევდა ესწავლა და დაეხვეწა ლიდერული უნარები, რაც კარიერულ წინსვლაში მნიშვნელოვნად დაეხმარებოდა. თუმცა მიუხედავად ბიძგისა, ოლდრინმა მებრძოლების ფრენა აირჩია. იგი გადავიდა Nellis Air Force Base-ზე ლას ვეგასში, სადაც მან ისწავლა F-80 Shooting Star-სა და F-86 Saber-ის მართვა.

როგორც ცნობილია, ოლდრინს ძალიან მოსწონდა საკლასო სამუშაოები და მალევე გადაწყვიტა დოქტორანტურა ასტრონავტიკის დარგში დაესრულებინა. მისი სადოქტორო დისერტაციაში  ,,Line-of-Sight Guidance Techniques for Manned Orbital Rendezvous’’, მიძღვნაში ნათქვამია:

„იმ იმედით, რომ ეს ნაშრომი გარკვეულწილად ხელს შეუწყობს კოსმოსის შესწავლას, ეს ეძღვნება ამ ქვეყნის ახლანდელ და მომავალ პილოტირებული კოსმოსური პროგრამების ეკიპაჟის წევრებს. ნეტავ მეც შევუერთდე მათ საინტერესო მცდელობებში!”

ოლდრინმა აირჩია სადოქტორო დისერტაცია იმ იმედით, რომ ის დაეხმარებოდა ნასაში ასტრონავტად აყვანაში, თუმცა მისი მოტხოვნა პირველ ჯერზე უარყოფილი იქნა იმ მოტივით, რომ ის არ იყო კარგი საცდელი პილოტი

1963 წლის 15 მაისს, NASA-მ გამოაცხადა შერჩევის კიდევ ერთი რაუნდი, ამჯერად მოთხოვნით, რომ განმცხადებლებს ჰქონოდათ ან საცდელი პილოტის გამოცდილება ან 1000 საათი რეაქტიული თვითმფრინავით ფრენის დრო.

ოლდრინს ჰქონდა 2500 საათზე მეტი ფრენა, აქედან 2200 რეაქტიული თვითმფრინავით. ამჯერად ის უკვე აირჩიეს ნასას პილოტად. ის გახადა პირველი ასტრონავტი დოქტორის ხარისხით, რომელმაც ორბიტალურ მექანიკაში მის გამოცდილებასთან ერთად მიიღო მეტსახელი “დოქტორი დანიშნულების ადგილი” (Dr. Rendezvous)’’ თანამემამულე ასტრონავტებისგან.

„სათამაშოების ისტორია“ (Toy Story) Pixar – ის პირველი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმია, რომელიც მთლიანად შექმნილია კომპიუტერული ტექნოლოგიით, რომლის მთავარ პერსონაჟს, სათამაშო ასტრონავტს ბაზ ლაითერს (Buzz Lightyear) სახელი ლეგენდარული ასტრონავტის ბაზ ოლდრინის (Buzz Aldrin) პატივსაცემად დაარქვეს.

სახელის გარდა, სათამაშოს დიზაინიც: გამჭვირვალე ჩაფხუტი, საკომუნიკაციო საშუალებები და თეთრი სკაფანდრი Apollo 11-ის მისიის ასტრონავტების იმჟამინდელი აღჭურვილობის ინსპირაციით არის შექმნილი.

ამბობენ, რომ ნილ არმსტრონგს ფოტოების გადაღება არ უყვარდა. აპოლო 11-ის მისიის დროს ფოტო კამერა ძირითადად ბაზ ოლდრინის ხელში იყო. სწორედ ამიტომ მთვარეზე სეირნობის დროს ბაზ ოლდრინმა გადაიღო პირველი სელფი კოსმოსში, რომელშიც დედამიწა მოჩანს.

დღეს უკვე ყოფილ ასტრონავს 93 წელი შეუსრულდა. ის მუდამ დარჩება კაცობრიობის განვითარების ისტორიის უცვლელ ფიგურად და რაც მთავარია, მეორე ადამიანად, რომელმაც მთვარეზე გაიარა.