ვენერაზე მზე დასავლეთიდან ამოდის

ვენერას, მზის სისტემაში რიგით მეორე პლანეტას, ხშირად დედამიწის დობილს უწოდებენ. ეს იმან განაპირობა, რომ ორი პლანეტა ზომითა და შემადგენლობით ძალიან ჰგავს ერთმანეთს.
თუმცა, დედამიწისგან განსხვავებით, ვენერაზე მზე დასავლეთიდან ამოდის და აღმოსავლეთით ჩადის. ამის მიზეზი კი ვენერას მოძრაობის მიმართულებაა – სიყვარულის პლანეტა უკუღმა ბრუნავს.
მეცნიერებმა ზუსტად არ იციან, თუ რამ გამოიწვია ეს ფენომენი. თუმცა, ყველაზე გავრცელებული თეორიის მიხედვით – მილიარდობით წლის წინ, ვენერაც სხვა პლანეტების მსგავსად ბრუნავდა. თუმცა, პლანეტის ზომის ობიექტის შეჯახების შედეგად, მიმართულება შეიცვალა.
ასევე ნახეთ
-
ბაზ ოლდრინი "სათამაშოების ისტორიაში"
Pixar-ის ანიმაციური ფილმი “სათამაშოების ისტორიის“ მთავარ პერსონაჟის ინსპირაცია ბაზ ოლდრინი იყო
მარტი 11, 2022 -
NASA-ს გამოგონება, რომელმაც ტელეფონები კამერებად აქცია
NASA-ს მიღწევები კაცობრიობის ისტორიის განვითარებაში შეუფასებელია. თუმცა, ცოტამ იცის, რომ მათ თანამედროვე ცხოვრებისთვის დამახასიათებელი და განუყოფელი მრავალი ნივთის შექმნასაც შეუწყვეს ხელი.
იანვარი 19, 2023 -
კონტაქტი / Contact
რა მოხდება, თუ დედამიწა უცხოპლანეტური ინტელექტისგან მისტიკური მოწყობილობის შექმნის ინსტრუქციას მიიღებს?
მარტი 3, 2023 -
თებერვალი 9, 2022
-