NASA-ს მიღწევები კაცობრიობის ისტორიის განვითარებაში შეუფასებელია. თუმცა, ცოტამ იცის, რომ მათ თანამედროვე ცხოვრებისთვის დამახასიათებელი და განუყოფელი მრავალი ნივთის შექმნასაც შეუწყვეს ხელი. და, მათ შორის არის ციფრული კამერების პროტოტიპი, რომელმაც ფოტოგრაფია და ფოტოს გადაღება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა.

კოსმოსის ეპოქის დასაწყისში, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ასტრონავტებს ჰქონოდათ მინიატიურული, გამძლე და მაღალი ხარისხის კამერები, რომლებიც კოსმოსში ყოფნისას პატარა ადგილს დაიკავებდა და თან, მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა სამეცნიერო ექსპერიმენტებში.

1961 წელს, NASA-ს რეაქტიული თვითმფრინავების ლაბორატორიის (JPL) მეცნიერს – იუჯინ ლალის ახალი სენსორის შექმნის იდეა გაუჩნდა. მას სურდა, რომ მოზაიკური ფოტოსენსორების გამოყენებით, სინათლის სიგნალები გაეციფრულებინა და იუჯინ ლალის ახალი სენსორის შექმნის იდეა გაუჩნდა

სწორედ ამ იდეის წყალობით, JPL-ში დაიწყო კვლევები და მალევე CMOS სურათის სენსორი შეიქმნა, რომელიც დღეს ტელეფონებში ციფრული კამერის გამოყენების საშუალებას იძლევა. მისი ავტორი – JPL-ს, მეცნიერი ერიკ ფოსუმი გახლავთ. ასევე, სწორედ მას ეკუთვნის სიტყვა „პიქსელი“, რომელიც ციფრული გამოსახულების უმცირეს ელემენტს აღნიშნავს.

მალევე, 1976 წელს, კოდაკი პირველ პორტატიულ ციფრულ კამერას უშვებს, რითაც სრულიად იცვლება ფოტოგრაფიის ისტორია. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ NASA-ს დამსახურებაა, რომ დღეს სმარტფონებით ფოტოების გადაღება არის შესაძლებელი.