კოსმოსში შესაძლოა გაახალგაზრდავდეთ
რა ემართება ადამიანის სხეულს კოსმოსში – ნასას ექსპერიმენტი
2015 წელს, ნასას მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად აღმოჩნდა, რომ ადამიანის ორგანიზმი კოსმოსში ყოფნის დროს 6 ძირითად ბიოლოგიურ ცვლილებას განიცდის.
- ოქსიდაციური სტრესი
- დნმ-ს დაზიანება
- მიტოქონდრიის დისფუნქცია
- ცვლილება გენების რეგულაციებში
- ტელომერების სიგრძის სახეცვლა
- სიმაღლეში ზრდა
ექსპერიმენტი ორი ტყუპი ძმის, ასტრონავტების, სკოტ და მარკ კელის მონაწილეობით ჩატარდა. ამავე წელს, სკოტ კელი კოსმოსში გაფრინდა, ხოლო მარკი დედამიწაზე დარჩა. ორივე ასტრონავტის ორგანიზმზე მკაცრი დაკვირვება მიმდინარეობდა. სკოტ კელი კოსმოსში, უწონო მდგომარეობასა და რადიაციაში 1 წლის განმავლობაში იმყოფებოდა.
დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ აღმოჩნდა რომ მისი გენეტიკური ინფორმაცია 7%-ით შეიცვალა.
სახეცვლილი გენების 7 პროცენტს, რომელიც ძირითადად იმუნურ სისტემასთან, დნმ-ის რეპლიკაციასთან, ძვლის ფორმირებასთან და ორგანიზმის რამდენიმე სხვა ფუნქციასთან არის კავშირში, მეცნიერებმა „კოსმოსის გენები“ უწოდეს.
სკოტის სხეულში ტელომერების სიგრძე კოსმოსში მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ნიშნავს იმას, რომ იგი გაახალგაზრდავდა.
ტელომერი არის ქრომოსომების ბოლოში არსებული სტრუქტურა, რომლის სიგრძეც ადამიანის ორგანიზმში ასაკის მატებასთან ერთად იკლებს. შესაბამისად, კოსმოსში ხანგრძლივად მყოფი სკოტი უფრო ახალგაზრდად გამოიყურებოდა და ეს შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანდა.
დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ, სკოტ კელის ორგანიზმის მაჩვენებლები ნელ-ნელა პირვანდელ სახეს დაუბრუნდა, თუმცა მისი ახალგაზრდული იერი შეუცვლელი დარჩა.