რეჟისორი: ლიუკ ბესონი

გამოშვების წელი: 1997

მთავარი როლებში: ბრიუს უილისი, მილა იოვოვიჩი, გარი ოლდმენი

 

კაცობრიობის გადასარჩენად შორეულ კოსმოსში ხომ არ იმოგზაურებდით?

დღეს კიდევ ერთ კოსმოსურ ფილმს – „მეხუთე ელემენტს“ (Fifth Element) გაგახსენებთ, რომელიც იმ საკულტო ფილმების სიას მიეკუთვნება, რომლებიც ყველას უყვარს.

ფრანგი რეჟისორის, ლიუკ ბესონის  სამეცნიერო ფანტასტიკა – „მეხუთე ელემენტი“ 1997 წელს გამოვიდა.

ფილმის სიუჟეტი 23-ე საუკუნეში ვითარდება, სადაც ხელოვნური ინტელექტი ადამიანების საუკეთესო მეგობრად არის ქცეული, კაცობრიობის შესაძლებლობები კი უსაზღვროა: „მეხუთე ელემენტის“ სამყარომ კოსმოსი უკვე დაიპყრო. მათთვის კოსმოსი არ არის შორი, მიუწვდომელი ადგილი, არამედ ტურისტული ზონა, სადაც დასვენება ყველას შეუძლია.

თუმცა ერთ დღესაც სრული ჰარმონია ირღვევა, როდესაც ოთხი მისტიკური ქვა, რომლებიც დედამიწის კოსმოსური შეტევებიდან დაცვის მთავარი იარაღია იკარგება და კაცობრიობა საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

დღეს, „მეხუთე ელმენეტი“ ჟანრის კლასიკად მიიჩნევა. ფილმი იმდენად პოპულარული გახდა, რომ მალე ის ვიდეო თამაშებისა და სხვა ფილმების ინსპირაცია გახდა.