კარგად ცნობილი და ისტორიული სტოუნჰენჯი არის პრეისტორიული მეგალითური მონუმენტი ინგლისის სამხრეთ-დასავლეთში, რომელიც 1986 წელს, იუნესკომ სტოუნჰენჯი და მის შემოგარენში მდებარე არქეოლოგიური ძეგლები მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა საერთო სახელით – სტოუნჰენჯი, ეივბერი და ასოცირებული ძეგლები.

გარდა იმისა, რომ თავად ნაგებობა თვალწარმტაც სანახაობას ქმნის, სტოუნჰენჯის მოწმენდილ ცაზე მეტეორის ვარდნა პირველად 2020 წლის მარტის ბოლოს შენიშნეს.

კომეტა Neowise სტოუნჰენჯის თავზე გამოჩნდა მაშინ, როდესაც იგი დედამიწასთან ძალიან ახლოს დაფრინავდა. მისი ნახვა კაშკაშა ღამის ცაზე შეუიარაღებელი თვალითაც შესაძლებელია.

ფოტოგრაფი ჯეფ ოუვერსი, რომელიც ვილტშირში, სტოუნჰენჯში კომეტის გადასაღებად გაემგზავრა ეს მომენტი, აღწერა როგორც “უბრალოდ გამაოგნებელი”.

“ეს იყო იდეალური პირობები, ნათელი და მკაფიო და კომეტა ზუსტად ქვების ზემოთ იყო”, – ამბობს ფოტოგრაფი.

კომეტა ხილული იყო 2020 წლის ივლისის თვის განმავლობაში, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, რომელიც დასავლეთის მიმართულებით ცის გასწვრივ მოძრაობს.