მზის სისტემაში ყველაზე დიდი ვულკანი

იცით თუ არა, რომ მზის სისტემაში ყველაზე დიდი ვულკანი მარსზე მდებარეობს?
მას ოლიმპოს მთას უწოდებენ. სახელი ანტიკური ბერძნული მითოლოგიიდან არის შერჩეული. ოლიმპოს მთაზე ბერძენი ღმერთები ცხოვრობდნენ.
რაც შეეხება წითელი პლანეტის ოლიმპოს – ის ჩამქრალი ვულკანია. მისი დიამეტრი 624 კმ-ია, სიმაღლე კი 25 კმ-ს შეადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ ოლიმპოს მთა დედამიწის უმაღლეს მწვერვალზე – ევერესტზე თითქმის სამჯერ მაღალია.
მეცნიერების აზრით, ვულკანის ამხელა ზომას ის განაპირობებს, რომ მარსზე, დედამიწისგან განსხვავებით, სუსტი გრავიტაციაა. ამავდროულად, აქ ტექტონიკური ფილებიც ნაკლებად მოძრაობს – რაც ვულკანების სიმაღლის ზრდას უწყობს ხელს.
ასევე ნახეთ
-
-
ედუინ ჰაბლი - კოსმოლოგიის რევოლუციონერი
დროთა განმავლობაში, სამყაროსა და კოსმოსის ისტორია სხვაგვარად დაიწერა. დაიწერა იმ მეცნიერთა მიერ, რომელთაც ჯერ კიდევ ათწლეულების წინ დაასკვნეს, რომ არსებობს გალაქტიკები და არსებობს ერთი დიდი სამყარო.
აგვისტო 1, 2022 -
-
Frank Sinatra - Fly Me To The Moon
“Fly Me to The Moon” - ალბათ, კოსმოსურ თემაზე შექმნილ სიმღერებს შორის ყველაზე გამორჩეულია. ფრენკ სინატრა კი ამ სიმღერასთან ერთად, Apollo-ს ლეგენდარული მისიების ისტორიის განუყოფელი ნაწილი გახდა.
სექტემბერი 10, 2022 -