ვენერაზე მზე დასავლეთიდან ამოდის

ვენერას, მზის სისტემაში რიგით მეორე პლანეტას, ხშირად დედამიწის დობილს უწოდებენ. ეს იმან განაპირობა, რომ ორი პლანეტა ზომითა და შემადგენლობით ძალიან ჰგავს ერთმანეთს.
თუმცა, დედამიწისგან განსხვავებით, ვენერაზე მზე დასავლეთიდან ამოდის და აღმოსავლეთით ჩადის. ამის მიზეზი კი ვენერას მოძრაობის მიმართულებაა – სიყვარულის პლანეტა უკუღმა ბრუნავს.
მეცნიერებმა ზუსტად არ იციან, თუ რამ გამოიწვია ეს ფენომენი. თუმცა, ყველაზე გავრცელებული თეორიის მიხედვით – მილიარდობით წლის წინ, ვენერაც სხვა პლანეტების მსგავსად ბრუნავდა. თუმცა, პლანეტის ზომის ობიექტის შეჯახების შედეგად, მიმართულება შეიცვალა.
ასევე ნახეთ
-
-
მერი ჯექსონი - ნასას პირველი შავკანიანი ქალი ინჟინერი
„დედა მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, მეუღლე და პიონერი იყო, რომელმაც ათასობით ადამიანს გაუკვალა გზა არა მხოლოდ ნასაში, არამედ – ცხოვრების ყველა სფეროში“ - მერის ქალიშვილი ჯექსონ კეროლაინ ლუისი.
ნოემბერი 21, 2022 -
-
-
ვარსკვლავებისკენ / Ad Astra
არსებობს გონიერი სიცოცხლე დედამიწის გარეთ?
სექტემბერი 8, 2022