კოსმოსის ეპოქა არის თანამედროვე პერიოდი, რომელიც მოიცავს ადამიანის მიღწევებს კოსმოსის ათვისებასთან, სწავლასთან, კოსმოსურ რბოლასთან, კოსმოსურ ტექნოლოგიასთან და ამ მოვლენების გავლენით წარმოქმნილ განვითარებასთან დაკავშირებით.

ადამიანის კოსმოსში გაფრენა უამრავი ცდის, კვლევის და სფეროს მუდმივი სწავლის შედეგია. ადამიანამდე იყვნენ ცხოველები კოსმოსში, რომელთა ექსპერიმენტებზე დაკვირვებით ასტოფიზიკოსებმა ახალი დასკვნები და მოსაზრებები დააფუძნეს.

ექსპერიმენტი სტუდენტური პროექტის ფარგლებში 1973 წლის 28 ივლისსს კოსმოსური სადგურ Skylab 3- ზე გაეშვა და განხორციელდა. გაშვებამდე სამი დღით ადრე, თითოეული ობობა იკვებებოდა შინაური ბუზით. მათ შესანახ ფლაკონებში წყალში გაჟღენთილი ღრუბელი მიაწოდეს რათა დეჰიდტრატაციისგან დაეცვათ და ორგანიზმებს სიცოცხლისუნარიანობა შეენარჩუნებინათ.

ნულოვანი გარვიტაციის პირობებში ობობები მოერგნენ უცხო გარემო პირობებს და მათ ქსელის შექმნა დაიწყეს. ობობის ყუთში ყოფნიდან ერთი დღის შემდეგ, არაბელამ შექმნა თავისი პირველი პატარა ქსელი ჩარჩოს კუთხეში. მეორე დღეს მან შექმნა სრული ქსელი ნულოვანი გრავიტაციის პირობებში.

ორივე ობობა მისიის დროს დაიღუპა. ორივე მათგანმა აჩვენა დეჰიდრატაციის ნიშნები. როდესაც მეცნიერებმა ქსელის ნიმუშები გამოიკვლიეს, დადგინდა, რომ ფრენის დროს დაწნული ძაფი უფრო თხელი იყო, ვიდრე დაწნული ფრენის წინ. მიუხედავად იმისა, რომ ორბიტაზე გაკეთებული ქსელის შაბლონები მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა დედამიწაზე აგებულისგან (გარდა რადიალური კუთხეების შესაძლო უჩვეულო განაწილებისა), იყო განსხვავებები ძაფის მახასიათებლებში. გარდა იმისა, რომ მთლიანობაში უფრო თხელია, ორბიტაზე დატრიალებული აბრეშუმი ავლენდა სისქის ცვალებადობას, სადაც ის ზოგან თხელი იყო, ზოგან სქელი (დედამიწაზე მას აქვს ერთიანი სიგანე).