დენის ტიტო კოსმოსში

კოსმოსური ტურიზმი დიდი ხნის განმავლობაში განუხორციელებელ ოცნებად მიიჩნეოდა, მაგრამ ახალ უკვე ვიცით, რომ 2027 წლისთვის პირველი კოსმოსური სასტუმროს გახსნა იგეგმება და ისეთი კომპანიები, როგორებიცაა SpaceX, Blue Origin და Virgin Galactic – მალე კოსმოსში პირველ ტურისტებს წაიყვანენ.

მაგრამ, ვინ იყო კოსმოსის პირველი ტურისტი?

2001 წლის 30 აპრილს, ამერიკელი ინჟინერი და მილიონერი – დენის ტიტო საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს (ISS) რუსული ხომალდით – Soyuz-ით ეწვია და კოსმოსში 8 დღე გაატარა.

დენის ტიტო ამ დროს 60 წლის იყო, ეს მოგზაურობა კი მისთვის ცხოვრების კულმინაციას წარმოადგენდა. როგორც იხსენებს, მას ბავშვობიდან უნდოდა კოსმოსში მოგზაურობა და ახლაც კი ეს 8 დღე მისი ცხოვრების საუკეთესო მოგონებად მიაჩნია.

დევის ტიტოს ეს მოგზაურობა 20 მილიონი ამერიკული დოლარი დაუჯდა.