სოლარისი / Solaris
რეჟისორი: ანდრეი ტარკოვსკი
გამოშვების თარიღი: 1972
სამეცნიერო ფანტასტიკამ განვითარების სხვადასხვა ეტაპი გაიარა. თუ თავდაპირველად ის ტექნოლოგიურ განვითარებასა და ადამიანის კოსმოსში მოგზაურობის სურვილზე იყო მორგებული, მოგვიანებით მან მეტაფიზიკური სახე მიიღო და სხვადასხვა ფილოსოფიურ კითხვაზე დაიწყო პასუხის ძიება.
სწორედ ასეთია საბჭოთა რეჟისორის, ანდრეი ტარკოვსკის „სოლარისი“, რომელიც 1972 წელს გამოვიდა. ისტორია კი პოლონელი მწერლის, სტანისლავ ლევის ამავე სახელობის ნაწარმოებზე არის დაფუძნებული (1961).
ფილმი მოგვითხრობს პლანეტა სოლარისზე, რომელზეც ადამიანებმა ინტელექტის ნიშნები აღმოაჩინეს, თუმცა დეტალები ყველასთვის გასაიდუმლოებულია. სამეცნიერო კვლევისას კი სოლარისის ორბიტაზე მყოფ მეცნიერებს მძიმე ემოციური კრიზისი ემართებათ, რომლის გამომწვევ მიზეზადაც პლანეტის მისტიკური ბუნება მიიჩნევა. თუმცა, კითხვებზე ზუსტი პასუხების საპოვნელად დედამიწიდან ფსიქოლოგი კრის კელვინი გაემგზავრება. მაგრამ, მალევე ეს მისტიკური ფენომენი მასაც მოიცავს.
ფილმის პრემიერა 1972 წელს, კანის ფესტივალზე შედგა და მალევე ყველაზე ნახვად საბჭოთა ფილმად იქცა. „სოლარისით“ ანდრეი ტარკოვსკმა სცადა, რომ სამეცნიერო ფანტასტიკისთვის ახალი სიღრმე მიეცა. ის მიიჩნევდა, რომ დასავლური Sci-Fi მთლიანად ტექნოლოგიურ განვითარებაზე იყო ორიენტირებული და, ამიტომ, ასეთი ფილმებს ზედაპირული იყო.
და მიუხედავად იმისა, რომ ფილმი 50 წლის წინ გამოვიდა, ის დღემდე Sci-Fi-ს ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად მიიჩნევა.