რეჟისორი: სტენლი კუბრიკი

მთავარ როლში: კეირ დულეა

გამოშვების წელი: 1968

მთვარის ზედაპირზე მისტიური მონოლითის აღმოჩენის შემდეგ, კაცობრიობა მისი წარმომავლობის შესასწავლად ახალ მისიას იწყებს.

სწორედ ამ მიზნით, იუპიტერზე კოსმოსური კომალდი „Discovery One-ს“ გაემგზავრება. ხომალდის ეკიპაჟი სულ 5 ადამიანისგან და ხელოვნური ინტელექტი – Hal 9000-სგან შედგება.

მიუხედავად იმისა, რომ Hal-ი ხომალდის სისტემას აკონტრლოებს, მალე ის მწყობრიდან გამოვა და ეკიპაჟის წევრების დახოცვას დაიწყებს. გადასარჩენად კი მისი სრული გათიშვაა საჭირო.

ფილმი დაფუძნებულია ართურ კლარკის მოთხრობაზე – „გუშაგი“. მოპოვებული აქვს ოსკარის 4 ნომინაცია და 1 გამარჯვება.

დღეისათვის კუბრიკის ეს ნამუშევარი საკულტო ფილმად არის აღიარებული, რომელმაც სწორად გამოიცნო მომავლის ტექნოლოგიები – ახალი კოსმოსური ხომალდები და კოსმოსური რეალობა.