ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-ი NASA-ს ტყუპ ხომალდებს ESCAPADE მისიაზე 2024 წლისთვის ახალი New Glenn რაკეტით გაუშვებს. ამ გადაწყვეტილებაზე NASA-მ 9 თებერვალს განაცხადა.

იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის ახალი ბუსტერები 2024 წლამდე იქნება მზად, მარსის მისიის ფარგლებში, ცნობილი, როგორც ESCAPADE – Escape and Plasma Acceleration and Dynamics Explorers), New Glenn-ის რაკეტა დედამიწას 2024 წლის მეორე ნახევარში დატოვებს.

ESCAPADE-ს მთავარი მიზანი წითელი პლანეტის მაგნიტოსფეროს, პლანეტის ატმოსფეროს მაგნიტური ზონების შესწავლაა Rocket Lab-ის  (კოსმოსური კერძო კომპანია, რომელსაც დედამიწიდან ორბიტაზე სატელიტები გააქვს) სპეციალურად შექმნილი ტყუპი ხომალდებით. ამავდროულად, ისინი ორბიტიდან შეისწავლიან მზიურ ქარებსა და მათ გავლენას.

მისიის შედეგები მეცნიერებს დაეხმარება გაიგონ, თუ რა გახდა პლანეტის ზედაპირის გამოშრობის მიზეზი. როგორც ვიცით, მილიარდი წლის წინ წითელი პლანეტა ოკეანეებით იყო დაფარული.

Blue Origin-ისა და NASA-ს თანამშრომლობა 20 მილიონ ამერიკულ დოლარამდე ჯდება. როგორც ცნობილია, კომპანია New Glenn-ის ორ ვარიანტს ორ და სამდონიან რაკეტებს ამზადებს. მოსალოდნელია, რომ მათი სიმაღლე 95 მეტრს მიაღწევს. თუმცა, NASA-ს განცხადებაში ბევრი დეტალი ჯერ კიდევ დაუზუსტებელია.