რეჟისორი: ჯეიმს გრეი

მთავარ როლებში: ბრედ პიტი, ტომი ლი ჯოუნსი, ლივ ტაილერი

გამოშვების წელი: 2019

 

ერთ-ერთი კითხვა, რომელსაც კაცობრიობამ პასუხი ჯერ კიდევ ვერ გასცა არის – არსებობს თუ არა გონიერი სიცოცხლე დედამიწის გარეთ?

სწორედ ამიტომ, ეს კითხვა, ხშირად სამეცნიერო ფანტასტიკის მთავარ ინსპირაციად იქცევა ხოლმე. დღეს კი ჯეიმს გრეის 2019 წლის ფილმ  “Ad Astra-ზე” გესაუბრებით, რომელშიც მთავარ როლს ბრედ პიტი ასრულებს.

Ad Astra ლათინურად ნიშნავს „ვარსკვლავებისკენ“, ფილმის მთავარი გმირი როი კი ნეპტუნზე დაკარგული მამის საძებნელად მიემგზავრება, რომელსაც უცხოპლანეტური ცივილიზაციების არსებობის სჯეროდა.

თუმცა, ნეპტუნზე მოხვედრა არც ისე მარტივია. ამისათვის, როი ჯერ მთვარეზე უნდა გაფრინდეს, საიდანაც მარსისკენ აიღებს გეზს. და, ხმოლოდ ამ გზის გავლით შეუძლია მას ირმის ნახტომის უკანასკნელ პლანეტაზე მოხვედრა.

ჯეიმს გრეის სურდა, რომ “Ad Astra” რეალობასთან ვიზუალურად ყველაზე მიახლოებული ფილმი ყოფილიყო. რეჟისორს ეს ჩანაფიქრი გამოუვიდა და სწორედ ამიტომ, ფილმის ვიზუალური ეფექტები უკმაყოფილოს არავის დატოვებს.

იმოგზაურეთ კოსმოსში როი მაკბრაიდთან ერთად: