მოგზაურობა მთვარეზე - კადრი

ფოტო: ფილმი “მოგზაურობა მთვარეზე” (1902წ.)

Project A119-ი აშშ-ს საჰაერო ძალების საიდუმლო პროექტი იყო, რომლის მიხედვითაც, დედამიწიდან ატომური ბომბი მთვარის მიმართულებით უნდა გაეშვათ და მის ზედაპირზე აეფეთქებინათ. აფეთქების შედეგად წარმოქმნილ მტვრის ღრუბელს მზე გაანათებდა და მისი დანახვა დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან იქნებოდა შესაძლებელი.
მე-20 საუკუნის 50-იანი წლების მიწურული ის პერიოდია, როდესაც ა.შ.შ კოსმოსურ რბოლას აგებდა – 1957 წელს საბჭოთა კავშირმა, პირველად მსოფლიოს ისტორიაში, კოსმოსში ხელოვნური თანამგზავრი – სპუტნიკ 1 გაუშვა. სწორედ ამიტომ, ა.შ.შ-ს სჭირდებოდა მაშტაბური პროექტი, რომელიც სსრკ-ს კოსმოსურ წარმატებას გადაფარავდა.
იმ პეროდში მთავრის ზედაპირი თითქმის არ ვიცნობდით. ამიტომაც, Project A119-ის მოსალოდნელი შედეგების შესასწავლად 10 კაციანი გუნდი შეიქმნა. მეცნიერებს შორის იყო ცნობილი ასტრომონი კარლ სეიგანიც, რომელსაც მტვრის ღრუბლების გავრცელების და ხილვადობის არეალი უნდა გამოეთვალა.

ამ პერიოდში ამერიკული პრესაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ საბჭოთა მეცნიერები, 4
ოქტომბრის რევოლუციის აღსანიშნავად, მთვარეზე ბომბის აფეთქებას გეგმავდნენ. სიახლეს მალე მოჰყვა დიდი გამოხმაურება და უკმაყოფილება, რომელიც საბოლოოდ Project A119ის დახურვის ერთ-ერთი მიზეზი გახდა. არსებობდა საშიშროება, რომ ატომური იარაღი მთვარემდე ვერ მიაღწევდა და უკან დედამიწაზე დაეცემოდა. ხოლო მთვარეზე აფეთქების შემთხვევაში შეუძლებელი იყო ატმოსფეროს დაბინძურების ხარისხსი განსაზღვრა, რაც სამომავლო კვლევებს ხელს შეუშლიდა. სწორედ ამიტომ, Project A119 მალევე გააუქმეს, კოსმოსური რბოლის მოსაგებად კი ახალი მიზანი – მთვარეზე ადამიანის გაგზავნა – დაისახეს.