მზის სისტემაში ყველაზე დიდი ვულკანი

იცით თუ არა, რომ მზის სისტემაში ყველაზე დიდი ვულკანი მარსზე მდებარეობს?
მას ოლიმპოს მთას უწოდებენ. სახელი ანტიკური ბერძნული მითოლოგიიდან არის შერჩეული. ოლიმპოს მთაზე ბერძენი ღმერთები ცხოვრობდნენ.
რაც შეეხება წითელი პლანეტის ოლიმპოს – ის ჩამქრალი ვულკანია. მისი დიამეტრი 624 კმ-ია, სიმაღლე კი 25 კმ-ს შეადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ ოლიმპოს მთა დედამიწის უმაღლეს მწვერვალზე – ევერესტზე თითქმის სამჯერ მაღალია.
მეცნიერების აზრით, ვულკანის ამხელა ზომას ის განაპირობებს, რომ მარსზე, დედამიწისგან განსხვავებით, სუსტი გრავიტაციაა. ამავდროულად, აქ ტექტონიკური ფილებიც ნაკლებად მოძრაობს – რაც ვულკანების სიმაღლის ზრდას უწყობს ხელს.
ასევე ნახეთ
-
-
მაიკლ კოლინსი - დავიწყებული ასტრონავტი
ხშირად, ბევრს ავიწყდება, რომ ლეგენდარულ მისიას, Apollo 11-ის მესამე წევრიც ჰყავდა - მაიკლ კოლინსი, ასტრონავტი, რომლის გარეშეც ლეგენდარული მისიის ხომალდი დედამიწაზე ვერ დაბრუნდებოდა
სექტემბერი 22, 2022 -
-
მზის ნათება / Sunshine
მზე ვარსკვლავია და, როგორც ყველა ვარსკვლავი, ოდესმე ისიც ჩაქრება. თუმცა, რა მოხდება მაშინ, როდესაც კაცობრიობა ამ მოვლენის წინაშე აღმოჩნდება?
აგვისტო 29, 2022 -
ისააკ ნიუტონი - სამყაროს კანონები
გაიგეთ მეტი მეცნიერზე, რომელმაც ჩვენი ცხოვრება შეცვალა
ოქტომბერი 16, 2022