ზინია – ყვავილი, რომელიც კოსმოსში, ორბიტაზე იზრდება.
აღსანიშნავია, რომ ზოგადად, კოსმოსში მცენარეებზე ექსპერიმენტები 1970 წლიდან დაიწყო და ადრეულ ეტაპზე მათი უმრავლესობა წარუმატებელი აღმოჩნდა.
ექსპერიმენტი ზინიას ყვავილზე 2015 წელს ნასას ასტრონავტმა, კიელ ლინდგრენმა დაიწყო. ზინია ISS-ის კოსმოსური სადგურის ორბიტაზე სპეციალურ პირობებში წლების მანძილზე იზრდებოდა. მცენარემ შეძლო კოსმოსურ პირობებთან ადაპტირება და ყვავილის გამოტანა.
ზინია ერთ-ერთი წარმატებული ექსპერიმენტია იმ მრავალთაგან, რომელსაც NASA ISS-ის კოსმოსურ სადგურზე დღემდე ახორციელებს.
NASA-ში აცხადებენ: ”იმის ცოდნა თუ როგორ ვითარდებიან მცენარეები, მათ შორის ბოსტნეული და ხილი კოსმოსურ ორბიტაზე, დაგვეხმარება გავიგოთ როგორ გამოვიყენოთ და გავზარდოთ მათი თესლი დედამიწაზე ისე, რომ შეფასდეს რამდენად ადაპტირდება შემდგომში მცენარე მთვარის, მარსის ან მის ფარგლებს გარეთ კოსმოსურ პირობებში