“Fly Me to The Moon” – ალბათ, კოსმოსურ თემაზე შექმნილ სიმღერებს შორის ყველაზე გამორჩეულია. ფრენკ სინატრა კი ამ სიმღერასთან ერთად, Apollo-ს ლეგენდარული მისიების ისტორიის განუყოფელი ნაწილი გახდა.

თუმცა, “Fly Me to The Moon-ი”ს ორიგინალი ამერიკელმა კომპოზიტორმა, ბარკ ჰოვარდმა 1954 წელს შექმნა და მას თავდაპირველად “In another words” ერქვა. როგორც ცნობილია, კომპოზიტორს დიდი ხნის განმავლობაში სთხოვდნენ, რომ სიმღერისთვის სახელი შეეცვალა და “Fly Me to The Moon” ან “Take Me to The Moon” დაერქმია, თუმცა ის ყოველთვის უარზე იყო.

წლების განმავლობაში სიმღერა მრავალმა მუსიკოსმა დააქავერა – მათ შორის პეგი ლიმ 1960 წელს, ჯო ჰარნელმა (1962) და ბობი უოკმენმა (1968). თუმცა, ყველაზე პოპულარული ამერიკელი ლეგენდარული მომღერლის – ფრენკ სინატრას ვერსია გარდა, რომელიც 1964 წელს გამოვიდა და ალბომ “It might as well be swing-ში“ შევიდა.

დღეს, “Fly Me to The Moon” NASA-ს ლეგენდარული Apollo-ს მისიების მთავარ საუნდტრეკად მიიჩნევა. სიმღერა კოსმოსში პირველად Apollo 10-ის მისიებისას გაჟღერა, როდესაც ხომალდი მთვარის გარშემო მოძრაობდა. Apollo 11-მა კი ის მთვარეზე დაშვებამდე დაუკრა.